ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 აგვისტო, 2018


”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე” - აჭარის სახელწოდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად

”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე” - აჭარის სახელწოდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის  107-ე მუხლის თანახმად:

„საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოსა ბათუმის მხარე და ზაქათალას ზაქათალის ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა“.

იმათ საყურადღებოდ, ვინც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს „ადგილობრივ თვითმმართველობას“ და „ავტონომიურ მმართველობას“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში „ადგილობრივი თვითმმართველობა“  განიხილება მე-10 თავში, „ავტონომიური მმართველობა“ განიხილება მე-11 თავში.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის თანახმად, მასში ცვლილების შესატანად ჯერ აუცილებელი იყო პარლამენტის წევრთა 2/3-ის ხმის მიღება, შემდეგ კი ამ ცვლილების რეფერენდუმზე დამტკიცება.

სიტყვა „მიტინგი“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ტექსტში ნახსენები არ არის.

როგორც ვხედავთ, აჭარის სახელწოდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად არის ”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე”.


ვფიქრობთ, ეს საინტერესო ინფორმაციაა იმათთვის, ვინც ცდილობს ერთი რელიგიის უპირატესად გამოცხადებას სხვებთან შედარებით, და ერთდროულად, ითხოვს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენას, უნდა ვივარაუდოთ, ისე, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არ წაუკითხავთ, ისევე როგორც არ წაუკითხავთ ბიბლია, ან წაიკითხეს, მაგრამ,  გამომდინარე გონებრივი შესაძლებლობებიდან, აზრი ვერ გამოიტანეს.

დამატებით განვმარტავთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 143-ე მუხლის თანახმად:
”არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა”.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 144-ე მუხლის თანახმად:
”ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია”.


ვფიქრობთ, ეს საინტერესო ინფორმაციაა იმათთვის, ვინც ცდილობს ერთი რელიგიის უპირატესად გამოცხადებას სხვებთან შედარებით, და ერთდროულად, ითხოვს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენას, უნდა ვივარაუდოთ, ისე, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არ წაუკითხავთ, ისევე როგორც არ წაუკითხავთ ბიბლია, ან წაიკითხეს, მაგრამ,  გამომდინარე გონებრივი შესაძლებლობებიდან, აზრი ვერ გამოიტანეს.


და ბოლოს, აღვნიშნოთ ყველაზე მთავარი. ყოველი გონიერი ადამიანისთვის აშკარაა, რომ რწმენის საკითხი, ადამიანის პირადი საქმეა. და სხვა არავისი, მათ შორის, არც სახელწიფოსი. წარმართობა იქნება, ქრისტიანობა, მუსლიმანობა, ბუდიზმი, თუ რომელიმე სხვა, ან, გაზიარების მიხედვით,  პირველი რელიგია, ან შუა, ან ბოლო რელიგია, ეს დეტალებია, ისტორიის ეტაპები.  ადამიანმა შეიძლება ხან ერთი რელიგია გაიზიაროს, ხან მეორე, ხან მესამე. მთავარი ის არის, რომ მრავალკონფესიულ, მრავალეროვნულ სახელმწიფოში ერთი რომელიმე ჯგუფის მთავარად, სხვებთან შედარებით უპირატესად, გამოცხადება, ეს არის ამ სახელმწიფოს დაშლის გარანტია.

შენიშვნა:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია დაწვრილებით იხილეთ ვებ-გვერდზე:

https://ka.wikipedia.org/wiki/საქართველოს_დემოკრატიული_რესპუბლიკის_კონსტიტუცია



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
20.08.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები