ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
21 აგვისტო, 2018


Legalize

ქვეყნად უამრავ ადამიანს უარსებია,
მიქელანჯელო, სერვანტესი, ეუსებიო...
მრავლადაც იყვნენ დუნიაზე გაიძვერები,
მზე შუბის ტარზე ძველებურად აიწვერება.
იყო ომები, დაზავება, მერე პაქტები,
მშვიდობის შიში, გამოცდილი დროში პრაქტიკა.
ერთმანეთს ცვლიდნენ ვან დეიკი, დეგა, რეპინი,
კლიმტი, შაგალი, შექსპირს მარტომ გავარეპინე
უძილობა და ინსომნია, სამი სონეტი,
უოლტ დისნეი და პოსტ საბჭოთა სასიმფსონეთი.
დარაბებს მიღმა გაზაფხული მშვიდად ჩავრაზე,
ცეცხლს შევუკეთე, რაც დავწერე, სრული მარაზმი
და მაინც ქვეყნად რამდენ ვინმეს უარსებია,
ლუარსაბიო, უესებიო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები