ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2018


ს ი ც ოც ხ ლ ი ს ნიშნულთან

ვტიროდი რადგან,
შენი სიყვარულის ერთი წვეთიც აღარ გამაჩნდა,
მთელი სამყარო უკუიქცა, გაქრა ცარგვალიც,
აღარც მტკაველი ქონება და არც სისადავე,
არც  ერთი თეთრი, ერთი ნამცეცი, პურის მარცვალი.
რა უნდა მექნა.
და მერე იცი რა ჩავიდინე?,
შემორჩენილი სული ჩემი ქვევრში ჩავწურე,
ჩემი სიცოცხლე გლახაკს ჩავაცვი,
ნაცარი ოქროდ გადავაქციე,
ბოროტება თეთრ მტრედად
და სიკეთეს მზის სხივი დავხურე.
და ვტირი ახლაც, ახლაც ვტირი, ვიცი თუ, რატომ.
ისევ მარტო ვარ და უცნაურად.
ირგვლივ ვარდები ყვავის მუდმივად,
მათ ვხედავ მხოლოდ, ცისარტყელის შვიდ ფერში ერთად.
შენ ისევ ისე მიმაჩნიხარ სამყაროს ღმერთად
და გასაკვირვად, სულს იმედი აქაც კი შერჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს