ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2018


ორმეტრიანი უხსენებელი

მოდის,მძიმედ ,მაგრამ მაინც მოდის და მოქადაგებს,
იმ ყორეამოყოლება, ვენახიდან:
,,კიდე  გამექცაო,
ეგ  ბალანდამწვარი,
ეგ  უხსენებელი,
ეგ უნასი.
თუ  ასე  ურცხვი და  უტეხი  იყო,
რავიცოდი,ამნაირი არაფერი  მომსწრებიაო,,
,,რაო,რა  მოხდა  ,გივი  ბაბუა? ,,
მთელი  ბავშვები მიაჩერდებიან  გაბეცებით.
ბაბუს კი, როგორც ინდაურს ,ისე  უცემს საფეთქლები
,ისე  კანკალებს,
თავადაც არ  იცის ,რაც ქვია  ამ დაავადებას.
,,ისევ გამექცაო,ისევო,შაბიამნის სახსნელ  ავზში  იყო,
კისერზე  შემომეხვა,
ორ მეტრზე მეტი იქნებოდაო,,
ცას შეჰღაღადებს.
და მერე -სტადიონზე  რომ უნდა  წავიდეთ,
იმ  შაბიამნის გასახსნელ  ავზს  შორიდან  უვლიან  ,
იმ შაბიამნის გასახსნელ ავზს  ისიზმრებენ ღამით
და  კივილით  ეღვიძებდათ სულელებს...
მე კი...
მე ერთადერთი  ვარ,ამ  მოტყუებულ  ბავშვებს  შორის,
ვისაც  ცხვირზე  გამომაყარა,
ვისაც შუბლზე  გამომაყარა,
ვისაც ტანზეც  გამომაყარა.
ვინც ვერ დამღალა  ეკალ  ბარდების  კაფვამ ვენახამდე
და მთელი  საბავშვეთის  მოსაპარი  თხილები  ვჭამე.
თავისი  შვილიშვილები  მოატყოს  გივი  ბაბუამ,
თავის  შვლიშვილებს მოუყვეს ეგ ზღაპრები.
მე როგორ  უნდა მომატყუოს ბეჩავმა,
ხუთი  წლის ხარებს წინ ვუძღვოდი  და  ბაბუაჩემი
გუთანს  ეკიდა,
ხარი  რო  ამოიქშენდა ,სული  შემიბერაო,ვამბობდი
და  სიცილით  კვდებოდა მამაჩემი.
თავის  ქალაქელ შვილიშვილებს  მოუყვეს  ეგ ამბავი  გივი  ბაბუამ,
ქარხნის  კვერცხი  რომ  ჩამოაქვთ  ზაფხულობით და 
დედა  გოგლი-მოგლს  უკეთებთ,
დავდივარ,ყოველ მთვარიანზე,მის  ვენახში,
კვახის  მილებს ვჭრი,სალამურს ვაკეთებ,
მახრჩობელა მსხალს  უბეში  ვიყრი და  ვუშტვენ,მაგრამ...
არასოდეს ამოდის  შაბიაბნის  ავზიდან ორმეტრიანი  უხსენებელი.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები