 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2018 |
როგორც აღმოჩნდა ჩემი სურვილი გრამაფონშია, გრამაფონი - ცარიელ სახლში, სახლი მზის სისტემის ერთ-ერთ პლანეტაზე, მაგრამ არ ჰქვია მას დედამიწა.
უსიყვარულოდ საკუთარი თავისგან დაცვაც კი მიჭირს...
როგორ წააგავს ეს ნაწერი პარანოიას, მე პარანოიკს.
გთხოვ, დამაკვირდი, მე მე აღარ ვარ. ერთი ტომარა კარტოფილია ჩემი სხეული და ჩემი სული ამ ტომარაში გამომწყვდეული მცირე ჰაერი. ცოცხალი უკვე აღარ მეთქმის, ძალა კი მაინც შემწევს სწორედ იმდენი რომ შევიგრძნო საკუთარი ლპობის სურნელი.
აი, შეხედე, მოისმინე, ჩემთვის, ჩემზე, შენს გასაგონად, ყვება ლექციას ტელევიზორი - „დეპრესია“. შენ კი - ერთი ამათი დედაც ვატირეო, რეებს მიედ-მოედებიანო?!
მე არც ვბრაზდები, არც მწყინს, მხოლოდ ვტირი, უფრო სწორად ცრემლი მასველებს. რადგან, განა არ გსურს, არ შეგიძლია მეტის გაგება. შენ? შენ კი მიკრძალავ მასთან ურთიერთობას, მაგრამ ის მაინც მოდის, როცა მოუხერხდება, სიხარულით ჩაეკვეხება იმ სავარძელში სადაც მე ვზივარ და დემონსტრაციულად დამიკოცნის ყელს, ხელებს, თვალებს. მე უხერხულად შევიშმუშნები ფიქრით - გამცილდი, გეყო, ცოდოა და ისევ შენ შემეცოდები.
რადგან ასეა და ჩემი სიტყვები ისე გესმის როგორც არაფრისმთქმელი „ვაი დედა“ და „ღმერთო მიშველე“, მაშინ ჩარჩოსაც ნუ დაუწესებ ამ ჩემს სიგიჟეს, თორემ რამდენჯერაც მომიქნევ ნაჯახს იმდენჯერ მატლი დამცვივდება კიდურებიდან და შეგძულდები.
შენ კი ჩემს გარდა ვინ გაბადია? შემინარჩუნე! მე ხომ ჯერ კიდევ ვანსხვავებ დღეებს ღამისგან და ვცნობ საათს, წუთებს, წამებსაც, ანუ ჩემი საქმე სულ არ წასულა, იქნებ სულაც გადავურჩე ამ დეპრესიას, იქნებ მხოლოდ სიყვარულის დეფიციტი გვაქვს?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ანა, დიდი მადლობა, გაიხარეთ :-* ანა, დიდი მადლობა, გაიხარეთ :-*
15. გამარჯობა დევი,
ნამდვილი, გადაუტვირთავი, გულწრფელი, განსხვავებული. ხუთიანი.:)
პატივისცემით, ანა. გამარჯობა დევი,
ნამდვილი, გადაუტვირთავი, გულწრფელი, განსხვავებული. ხუთიანი.:)
პატივისცემით, ანა.
14. ის ვისაც ეს სიტყვები ისე ესმის როგორც ვაი დედა და ღმერთო მიშველე სიყვარულსაც ჩარჩოში ჩასვამს, მაგნაირის სიყვარულით თავს ვერ დაიცავ . ის ვისაც ეს სიტყვები ისე ესმის როგორც ვაი დედა და ღმერთო მიშველე სიყვარულსაც ჩარჩოში ჩასვამს, მაგნაირის სიყვარულით თავს ვერ დაიცავ .
13. ქალბატონო ნინო, ზუსტად იმ ემოციით დაწერილი ტექსტია, რომელიც ნათია ფანჯიკიძის ლექციის მოსმენის დროს მივიღე, "არტარეაზე" . მერე ხომ გესმით პარალელებს ავლებ, რაღაც საერთოს პოულობ, შემდეგ შენსას ამატებ, რომ არავის ატყუებდე, თორემ ზოგადად , ის ვისაც "დეპრესია" როგორც დაავადება დაუდგინდება ტექსტებს არ და ვერ დაწერს და მითუმეტეს არსად გამოაქვეყნებს. მათ არსებობის სურვილიც არ აქვთ, მაგრამ ასეთ მდგომარეობამდე სანამ მივლენ მე მგონია რომ სიყვარულის დეფიციტს განიცდიან. ჰოდა, ისე მიხაროდა ეს დამამშვიდებელი კომენტერები თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ე.ი. მკითხველის გულამდე მივიდა, სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. :-* რაც შეეხება სათაურს შევცვლი, არ ვიცი უკეთესს თუ მივიღებ, ტექსტს კი ვერაფერს მოვაკლებ :) ქალბატონო ნინო, ზუსტად იმ ემოციით დაწერილი ტექსტია, რომელიც ნათია ფანჯიკიძის ლექციის მოსმენის დროს მივიღე, "არტარეაზე" . მერე ხომ გესმით პარალელებს ავლებ, რაღაც საერთოს პოულობ, შემდეგ შენსას ამატებ, რომ არავის ატყუებდე, თორემ ზოგადად , ის ვისაც "დეპრესია" როგორც დაავადება დაუდგინდება ტექსტებს არ და ვერ დაწერს და მითუმეტეს არსად გამოაქვეყნებს. მათ არსებობის სურვილიც არ აქვთ, მაგრამ ასეთ მდგომარეობამდე სანამ მივლენ მე მგონია რომ სიყვარულის დეფიციტს განიცდიან. ჰოდა, ისე მიხაროდა ეს დამამშვიდებელი კომენტერები თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ე.ი. მკითხველის გულამდე მივიდა, სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. :-* რაც შეეხება სათაურს შევცვლი, არ ვიცი უკეთესს თუ მივიღებ, ტექსტს კი ვერაფერს მოვაკლებ :)
12. გმადლობთ. :) გმადლობთ. :)
11. საინტერესო ტექსტია ნამდვილად. სათაური - არ ვარგა, რადგან ქრესტომათიულ ესსე- აღწერილობად აქცევს ტექსტს. ანას წინათ ფბ- ზე ნ. ფანჯიკიძის წერილი დაიდო დეპრესიაზე და ის მომაგონა. სათაურით გამო, რომლის შეცვლაც, ვვარაუდობ, ტექსტშიც შეკვეცდა რაღაცეებს, - შეფასება მხოლოდ +4. საინტერესო ტექსტია ნამდვილად. სათაური - არ ვარგა, რადგან ქრესტომათიულ ესსე- აღწერილობად აქცევს ტექსტს. ანას წინათ ფბ- ზე ნ. ფანჯიკიძის წერილი დაიდო დეპრესიაზე და ის მომაგონა. სათაურით გამო, რომლის შეცვლაც, ვვარაუდობ, ტექსტშიც შეკვეცდა რაღაცეებს, - შეფასება მხოლოდ +4.
10. ტენდი, დიდი მადლობა <3
სამწუხაროდ ლილუ აღარ გვყავს :( ჯონიკას ნუ გააგებინებ მაინც, ცოდოა.
ჰო, დეპრესიას მოუკვდა მომგონი, მშვენიერი შესავალი აქვს შემოდგომას, რა დროს დეპრესიაა, ყველანი კარგად უნდა ვიყოთ :-*
მარიამობას გილოცავთ, თქვენც და ყველა ურაკელს, გფარავდეთ ღვთისმშობელი!
ტენდი, დიდი მადლობა <3
სამწუხაროდ ლილუ აღარ გვყავს :( ჯონიკას ნუ გააგებინებ მაინც, ცოდოა.
ჰო, დეპრესიას მოუკვდა მომგონი, მშვენიერი შესავალი აქვს შემოდგომას, რა დროს დეპრესიაა, ყველანი კარგად უნდა ვიყოთ :-*
მარიამობას გილოცავთ, თქვენც და ყველა ურაკელს, გფარავდეთ ღვთისმშობელი!
9. შენ ისიც გეყოს, ჩემს ჯონიკას გოგოს გაცნობას რომ შეპირდი, ფოტოც კი გამოუგზავნე და მერე გაქრი. ახლა დეპრესია მომინდომე კიდევ. :) რა დროს დეპრესიაა, გარეთ შემოდგომა მოდის ჩვენს გარეშე. :)
ლექსი კი მართლა ძალიან მომეწონა, დევი. ჩემი დღევანდელი მდგომარეობის ზუსტი "ასლია" ტელევიზორის და კოცნების გარეშე.
დეპრესია ცხოვრების რეალურად დანახვა ყოფილა ოცნების და რწმენის გარეშე. სადღაც წავიკითხე.
პატივისცემით, ტენდი
შენ ისიც გეყოს, ჩემს ჯონიკას გოგოს გაცნობას რომ შეპირდი, ფოტოც კი გამოუგზავნე და მერე გაქრი. ახლა დეპრესია მომინდომე კიდევ. :) რა დროს დეპრესიაა, გარეთ შემოდგომა მოდის ჩვენს გარეშე. :)
ლექსი კი მართლა ძალიან მომეწონა, დევი. ჩემი დღევანდელი მდგომარეობის ზუსტი "ასლია" ტელევიზორის და კოცნების გარეშე.
დეპრესია ცხოვრების რეალურად დანახვა ყოფილა ოცნების და რწმენის გარეშე. სადღაც წავიკითხე.
პატივისცემით, ტენდი
8. მუხა, არ მეგონა თქვენ თუ მოგეწონებოდათ ეს ტექსტი, :) მადლობა :-* მუხა, არ მეგონა თქვენ თუ მოგეწონებოდათ ეს ტექსტი, :) მადლობა :-*
7. ძალიაბ, ძალიან მომეწონა. ძალიაბ, ძალიან მომეწონა.
6. მადლობა ჭა, მიხარია თუ მოგეწონა :) მადლობა ჭა, მიხარია თუ მოგეწონა :)
5. რა კარგი ნაწერია... +5 რა კარგი ნაწერია... +5
4. მადლობა უმა, გაიხარე. მადლობა უმა, გაიხარე.
3. კარგია... თუ გყავს ადამიანი და მაინც უბედური ხარ, ცოტა არ მესმის... ალბათ, კრიზისი გაქვს, ანდა, უნდა დაშორდე... ნებისმიერ ადამიანთან გისურვებ დიდ ბედნიერებას! კარგია... თუ გყავს ადამიანი და მაინც უბედური ხარ, ცოტა არ მესმის... ალბათ, კრიზისი გაქვს, ანდა, უნდა დაშორდე... ნებისმიერ ადამიანთან გისურვებ დიდ ბედნიერებას!
2. მეც მიყვარხარ, ჰოდა სიყვარულზე ვილაპარაკოთ :-* <3 მეც მიყვარხარ, ჰოდა სიყვარულზე ვილაპარაკოთ :-* <3
1. დევი <3 როგორ მიყვარხარ მინდა შენთან ლაპარაკი მე დევი <3 როგორ მიყვარხარ მინდა შენთან ლაპარაკი მე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|