ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2018


ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ თ ა ვინ დ ა ს წ ე ვ ი ა

გვირილამ უთხრა იასა
იცი რომ წუწუნ მიავსა,
მაცალეს წამწამ, კაბანი
ცრემლებ ვაამე ნიავსა.
ხან ვამბობ ე ჩემ ფურცლები
ხმება მაინც ქარს მიაქვსა,
შორით რო ვხედავ ქალ–ვაჟთა
მაინც თვალ მიწყებს ფრიალსა,
გულ საგულედან მვარდება
ღერონიც მიწყებს წრიალსა.
დრო მაინც გალევს თავის ჟამს
რას გამოვრჩებით ტიალსა,
მოდიან სიყრმის შვილები
აქ ახარებებნ ჭიასა.
აქა ღირს ყოფა ნაყოფთა
იქით არც რა ვის მიაქვსა,
გონ ვისაცა აქვ აქ ხარობს
ჟინსაც სიცოცხლით იკლავსა,
ვისაც არადა ცრემლთა ღვრის
ყოფნას იმსგავსებს იგავსა.
მეც აი ეგრე ვსულდგმულობ
არსება მაშვრალს მიგავსა,
ხან მზე ამოვა ადრიან
სახე მიუგავ ფიქალსა,
ხანაც ბინდბუნდზე მთვარეა
ჟამმორეულზეც მითქვამსა,
ხანაც აისე დაჩნდება
მითომ ფეხს ეხლა იდგამსა.
ხან გაილევა აისრე
ჰგავ გადმოსავარდნ მღირვალსა.
მზეც ამაასწრებს კინაღართ
თვალებს გაახელს მკვირვალსა,
უღრან ტყეს , ჩრდილით ჩააღწევს
და გონთ მაიყვანს მყვირალთა.
ბოლო ერთი აქვ ამბობენ
გამწირავთა და მწირავთა,
ნეტაინ იმას ვინც იქამს
ამ ქვეყნად რამე მღირვალსა.
ვინ დასწევია ვარსკვლავთა
ცით მავალთ,  ღამის ფირალთა.
სად მაუხვეჭავ სახელი
კეთილად ავის მისანთა,
მაინც მახარებს გაზაფხულ
სხეულით ხალისს მოთქვამსა.
აახმაურებს საწუთროს,
სამყაროს მწვანით მოსავსა.
ვინაც არ უნდა დამძრახოს
ჩემ სულს სიტურფე მოსავსა,
სუმუდამ ვყვარობ ამ დღემდე
დილისვარდსა და სოსანსა.
ვიცი არროდის აქებენ
ჩემფერას, მითომ მგოსანსა,
მოკლე აქვ თვალსაწიერი
მხოლოდ თავისას მოსთქვამსა.
მისდღემში უცრემლოდ ტირის
აღარც სწყვეტს თავის ბოდვასა.
ღირსამყოს თუ ვერას იზამს
თავს კი არიდებს ცოდვასა.
სიბრძნეს აღმერთებს სუმუდამ
იტანს წვასა და დაგვასა.

    მ ო ს წ ყ ე ნ ი ა თ

შენს გვირილებს მოსწყენიათ
ჩემო ტკბილო მეგობარო
გემდურიან არ გვივლისო
სურს მარტო ჩვენ გავახაროთ.
ვერ ვიჯერებ, არ ვენდობი
შენ რომ გული შეიცვალო,
მე ვინა ვარ აბა შენთვის
მაგრამ მაინც ყველგან მწყალობ.
მე ისეთად ვრჩები ისევ
ყვავილობის დროს ვყვავილობ
სიცხეს ისევ ვუმკლავდები
ქედსაც ვხრი და კიდეც ვწვალობ.
მიმიხედე მაგ გვირილებს
ნურაფერზე ნუღარ მწყრალობ,
მოვა ისევ გაზაფხული
ჩემზე მეტად შენ არ ჩქარობ.
ღალატს ჩვენაც დაგვწამებენ
ვით ნარს ვარდი შეადარონ.
მომწონს მაინც აქ სიცოცხლე
მიყვარს ჩემი სოფლის წყარო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები