ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 აგვისტო, 2018


მუსულმანი აჭარლების მოძულეები, რელიგიური შუღლის გამჩაღებლები - ყველა ციხეში

მუსულმანი აჭარლების მოძულეები, რელიგიური შუღლის გამჩაღებლები - ყველა ციხეში




პირველი,


პირველი რელიგია იყო წარმართობა. ყველგან. მთელს მსოფლიოში. მათ შორის საქართველოშიც. პირველი ქართული რელიგია იყო  ქართული წარმართობა. ქრისტიანობა 12-მა ებრაელმა მიციქულმა იქადაგა, მუსულმანობა - არაბებმა.



მეორე,


მუსულმანი აჭარლების მოძულეებო,


როცა რელიგიური შუღლის გაჩაღებისკენ მოუწოდებთ, როცა უკრძალავთ სხვებს რელიგიური თავისუფლების უფლებას, თქვენ სჩადიხართ სისხლის სამართლის  დანაშაულებს, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე (”ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა”), 144-ე პრიმა 3 (”დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა”), 155-ე (”რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა”), 156-ე (”დევნა”), 166-ე (”პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა”), 239-ე პრიმა 1 (”ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება”).


მესამე,


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის  107-ე მუხლის თანახმად:

„საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოსა ბათუმის მხარე და ზაქათალას ზაქათალის ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა“.


ანუ, აჭარის სახელწოდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად არის ”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე”.



მეოთხე,

ყოველი გონიერი ადამიანისთვის აშკარაა, რომ რწმენის საკითხი, ადამიანის პირადი საქმეა. და სხვა არავისი, მათ შორის, არც სახელწიფოსი. წარმართობა იქნება, ქრისტიანობა, მუსლიმანობა, ბუდიზმი, თუ რომელიმე სხვა, ან, გაზიარების მიხედვით,  პირველი რელიგია, ან შუა, ან ბოლო რელიგია, ეს დეტალებია, ისტორიის ეტაპები.  ადამიანმა შეიძლება ხან ერთი რელიგია გაიზიაროს, ხან მეორე, ხან მესამე. მთავარი ის არის, რომ მრავალკონფესიულ, მრავალეროვნულ სახელმწიფოში ერთი რომელიმე ჯგუფის მთავარად, სხვებთან შედარებით უპირატესად, გამოცხადება, ეს არის ამ სახელმწიფოს დაშლის გარანტია.


მეხუთე,

არ იფიქროთ, რომ თითქოს მუსულმანი აჭარლების მოძულეებს,  რელიგიური შუღლის გამჩაღებლებს, რამენაირად აღელვებდეთ რომელი რელიგიის მიმდევრები იყვნენ, არიან და იქნებიან აჭარლები. არ აინტერესებთ. ამ ადამიანის მოძულე ნაძირლებს აინტერესებთ მხოლოდ ერთი, - აჭარლების მიწები. ახლა ცდილობენ რელიგიური შუღლის გაჩაღებით ატეხონ რელიგიური ომი, იმისთვის რომ აჭარლები აჭარიდან ძალადობის გზით გააგდონ თურქეთში, ამისკენ პირდაპირ მოუწოდებენ, და მიითვისონ აჭარლების მიწები, იმისთვის რომ შემდეგ გაყიდონ, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთეს მე-19 საუკუნეში ე.წ. ”მუჰაჯირობის” დროს, და გაყიდიან ვისზე? მუსულმან თურქებზე, ირანელებზე, არაბებზე, პაკისტანელებზე. მყიდველებს უკვე აღარ დაუწუნებენ რელიგიას. ამ ნაძირლების დევიზია: ”არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი”.



მეექვსე,

გაიხსენეთ, ზვიადიზმი იწყებოდა აგრეთვე აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნითაც. შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური მმართველობა დადგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლით (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის ტერმინოლოგიით აჭარა მოხსენიებული იქნა როგორც ”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხაე”). ახლა საფინიშო ხაზზე გავიდნენ. ითხოვენ იმას, რისთვისაც აფერისტებმა მთელი ეს კლოუნადა მოაწყვეს. ითხოვენ აჭარლების ძალადობით განდევანს აჭარიდან თურქეთში,”გათავისუფლებული” მიწების შემდგომი გაყიდვას მიზნით. როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთეს მე-19 საუკუნეში ე.წ. ”მუჰაჯირობის” დროს, და გაყიდიან ვისზე? მუსულმან თურქებზე, ირანელებზე, არაბებზე, პაკისტანელებზე. მყიდველებს უკვე აღარ დაუწუნებენ რელიგიას. აჭარის მოძულეებს მოშივდად. ყველგან ყველაფერი გამოჭამეს. ახლა აჭარას მოადგნენ. შიათ.


ცნობისთვის, 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”ეროვნული მოძრაობის”  მოღვაწეების მიერ 1989 წელს აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა იყო ეროვნული ღალატის აქტი, რასაც ვასაბუთებთ შემდეგი მოსაზრებებით:


დავსვათ სამი კითხვა.

პირველ ორ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ავტომატურად გამომდინარეობს დადებითი პასუხი მესამე კითხვაზეც.


1-ლი კითხვა:

- 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”ეროვნული მოძრაობის” მოღვაწეების აზრით, 1989 წელს იყო თუ არა საქართველო ოკუპირებული და ანექსირებული?

პასუხი:

- დიახ.


მე-2 კითხვა:

- 1989 წელს სსრკ (საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ, სომხეთის სსრ)  და თურქეთი აღიარებდნენ თუ არა თავისთვის სავალდებულოდ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას (დადებულს, ერთი მხრივ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და  სომხეთის სსრ, და მეორე მხრივ, თურქეთს შორის, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით), რომლის თანახმად აჭარა საქართველოში შედიოდა (თურქეთი თმობდა ”სიუზერენიტეტს” აჭარაზე) იმ პირობით, რომ აჭარას ექმებოდა ავტონომიური მმართველობა.

პასუხი:

- დიახ.



მე-3  კითხვა:

- 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტმა ე.წ. ”ეროვნული მოძრაობის” მოღვაწეებმა 1989 წელს აჭარის ავტონომიის გაუქმება მოითხოვეს, რითაც თურქეთს მიზეზი მიეცემოდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების დარღვევის მიზეზით მოეთხოვა აჭარის უკან დაბრუნება, იმავე 1989 წელს, როცა სსრკ (საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ, სომხეთის სსრ)  და თურქეთი აღიარებდნენ თავისთვის სავალდებულოდ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას,. 

იმის გათვალისწინებით,

რომ  1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”ეროვნული მოძრაობის”  მოღვაწეების აზრით, 1989 წელს იყო საქართველო ოკუპირებული და ანექსირებული,

იმის გათვალისწინებით,


რომ 1989 წელს სსრკ (საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ, სომხეთის სსრ)  და თურქეთი აღიარებდნენ თავისთვის სავალდებულოდ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად აჭარა საქართველოში შედიოდა (თურქეთი თმობდა ”სიუზერენიტეტს” აჭარაზე) იმ პირობით, რომ აჭარას ექმებოდა ავტონომიური მმართველობა,

იყო თუ არა 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”ეროვნული მოძრაობის”  მოღვაწეების მიერ 1989 წელს აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა ეროვნული ღალატის აქტი?

პასუხი:

- დიახ.




მეშვიდე,

დააკვირდით, ვინ ლანძღავდა ასლან აბაშიძეს, რომელიც აჭარას იცავდა, თურქეთის მიერ მითვისებისგან, დააკვირდით, ვინ იყო აღფრთოვანებული ასლან აბაშიძის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობით მასონი, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული მიხეილ სააკაშვილის მიერ, დააკვირდით, ვინ იყო აღფრთოვანებული მასონი, სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული მიხეილ სააკაშვილის მიერ აჭარაში ”თურქი ”ინვესტორების” მოყვანით, ფაქტიურად, აჭარის გაყიდვით, დააკვირდით, მათ მიერვე მოწყობილი ”თურქული საფრთხის” მიზეზით, ახლა ვინ ითხოვს აჭარლების გაგდებას აჭარიდან, შესაბამისად, ”გათავისუფლებული” მიწების მითვისებას, შემდგომი გაყიდვის მიზნით, მუსულმან თურქებზე, პაკისტანელებზე, - სულ ერთი და იგივე ფარისევლები. დააკვირდით, გვარებს, სულ ერთი და იგივე კუთხის წარმომადგენლები, გაუტანლები, არასდროს არავის რომ ვერ ეწყობიან, ყველგან ჩხუბობენ და ინტრიგნობენ, მარადიული უმადურები, სადაც კი მივლენ, ყველგან ”აფერისტების” სახელს რომ იმკვიდრებენ.



მერვე,

თუ არასწორია მთელს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ეროვნება და სარწმუნოება არ არის ერთი და იგივე, და თუ სწორია საქართველოში ფართოდ გავრცელებული სუიციდური შეხედულება, რომ ეროვნება და სარწმუნოება ერთი და იგივეა, რომ ქართველი და ქრისტიანი არის ერთი და იგივე, მაშინ ახ. წ. მე-4 საუკუნემდე არსებული სახელმწიფოებრიობა, ამ შეხედულების მიხედვით, არის არა-ქრისტიანული, და, ამ სუიცუდური, უგუნური შეხედულების მიხედვით, არა-ქართული.



მეცხრე,

კითხვაზე, ”თუ ორი ადამიანი რომ ითხოვდეს შენგან შველას, ერთი ქართველი, მეორე ეთიოპელი მართლმადიდებელი ზანგი  და მხოლოდ ერთის დახმარება შეგეძლოს, რომელს დაეხმარები?” ვპასუხობ შემდეგს:

”უპირატესობას ვანიჭებ ქართველს, - ქრისტიანს, ბუდისტს, ნებისმიერი აღმსარებლობის, იმიტომ რომ ჩემთვის ისინი ყველა ქართველია.



ახლა დაუსვით იგივე კითხვა  მუსულმანი ქართველების არა-ქართველებად გამომცხადებლებს, ”თუ ორი ადამიანი რომ ითხოვდეს შენგან შველას, ერთი ქართველი, მეორე ეთიოპელი მართლმადიდებელი ზანგი  და მხოლოდ ერთის დახმარება შეგეძლოს, რომელს დაეხმარები?”



არა-ადამიანები უპასუხებენ, უპირატესობას ვაძლევთ მართლმადიდებელ ეთიოპელ ზანგსო.  მათთვის მართლმადიდებელი ზანგი ქართველია.

მთელ ამ სიგიჟეს შედეგად ის მოყვება, რომ აჭარლების მოძულეები იმ ეთიოპელი მართლმადიდებელი ზანგების ამარა დარჩებიან. პირდაპირ საქართველოს ტერიტორიაზე. ექნებათ სექსი დიდ ქალაქში”,  კინოფილმში რომ ისტორიებია, ისეთი ურთიერთობები.




მეათე,

თურქეთის სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, მაგრამ საკუთარ ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიაზე  მცხოვრებო ქართველებო,

საქართველოში არიან ცალკეული სისხლის სამართლის დამნაშავე იდიოტები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველი არის მარტო ქრისტიანი, მუსლიმანი არ შეიძლება იყოს ქართველიო, რის საფუძველზეც მოუწოდებენ აჭარლების აჭარიდან თურქეთში ძალადობის გზით განდევნისკენ.  დაიმახსოვრეთ ეს სისხლის სამართლის დამნაშავე იდიოტები. და როცა ნახავთ, პირადად,  მოსთხოვეთ პასუხი. წარმოგიდგენიათ, საქართველოში, აჭარაში, საკუთარ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმან ქართველებზე, აჭარლებზე, ამას რომ ამბობენ, თქვენზე, თურქეთის სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ, მაგრამ საკუთარ ისტორიულ ტერიტორიაზე, მცხოვრებ მუსლიმან ქართველებზე, რას იტყვიან. სად დაგიპირებენ გაგდებას, აფრიკაში? გაიგეთ, ესენი გიჟები არიან, საკუთარი თავის მტრები. სიგიჟის შედეგად საკუთარი ქონება უკვე დაკარგეს, მიწები გაყიდეს, ახლა მოშივდათ, ნადავლს ეძებენ, აჭარლების გაგდება უნდათ, აჭარლების მიწები რომ მიითვისონ და გაყიდონ. როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთეს მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში, ე.წ. ”მუჰაჯირობის” დროს. გიჟებს შიათ. მერე თქვენ მოგადგებიან, რელიგიური საბურველით შენიღბული ბოდვებით, რომ თქვენი მიწები მათია, რომ რახან თქვენ მუსლიმანები ხართ, ამიტომ ქართველები არ ხართ, და ამიტომ უნდა წახვიდეთ მათი მიწიდან.  მათ კი აქვთ უფლება ნადავლი გაყიდონ. იმიტომ რომ მათ შიათ.



მეთერთმეტე,

რელიგიურ ფანატიკოსებზე დიდი მტერი სახელმწიფოს არ ყავს. ალბათ, ამიტომ ხვრეტდა ათა თურქი ტვინ დარეხვილ რელიგიურ ფანატიკოსებს.
ბოლოს და ბოლოს ათქმევინებთ ხალხს, რომ სწორი ყოფილან კომუნისტები, და ათა თურქიც, ჭკუანაკლულ რელიგიურ ფანატიკოსებს რომ ხვრეტდნენ? ეს კითხვაა.
ხალხო, დაფიქრდი, ჭკუანაკლულები რელიგიური ფანატიკოსების მთელი არმია წარმოიქმნა, რომლებიც მოუწოდებენ აჭარლების აჭარიდან თურქეთში განდევნაზე.ეს ფაქტია.



მეთორმეტე,

აჭარა არის აგრეთვე აჭარლების. აჭარლები არიან აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა. ამიტომ უმცირესობა ვერაფერს ვერ აიძულებს უმრავლესობას.



მეცამეტე,

მიყვარს კანონდამრღვევები, საინტერესო პაციენტები არიან.
აჭარის მტრები, ვინც საჯაროდ მოუწოდებს აჭარის ძირძველი მოსახლეობის აჭარიდან თურქეთში ძალადობით განდევნას - ყველა ციხეში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე (”ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა”), 144-ე პრიმა 3 (”დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა”), 155-ე (”რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა”), 156-ე (”დევნა”), 166-ე (”პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა”), 239-ე პრიმა 1 (”ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება”), 407-ე (”გენოციდი”) და 408-ე (”დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ”) მუხლების დარღვევისთვის.
აჭარლებო, მიხვდით, თქვენი მტრები კრიმინალები არიან. დღეს მოქმედი კანონით მათი ადგილი ციხეშია.

ვითხოვთ,

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ სისხლის სამართლის დამნაშავე ტვინნაღრძნობები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  142-ე (”ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა”), 144-ე პრიმა 3 (”დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა”), 155-ე (”რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა”), 156-ე (”დევნა”), 166-ე (”პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა”), 239-ე პრიმა 1 (”ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება”), 407-ე (”გენოციდი”) და 408-ე (”დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ”) მუხლების დანაწესის  საწინააღმდეგოდ სხვებს ურღვევენ რელიგიური თავისუფლების უფლებას, სჩადიან რელიგიური ნიშნით სხვა დანაშაულს ან დანაშაულის მცდელობას.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
24.08.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები