ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2018


"ჩემი იესო"

იესო გამაცოცხლე შენი ნიშანწყალით,
ყინული ამიფხიკე ხელების გულიდან,
სული შეუბერე სვავებს, გაცლილ ქანცით
ჩემს თვალებს ბუდესთან ნერწყვით რომ უცდიან.
გული ამიჩუყდა, როცა დაგეკარგე.
ზამთრების მუცელში გაზრდილმა რამდენჯერ
ვცადე გადმოხტომა ეშმაკის ბორბლიდან,
ის კი წისქვილივით ბრუნავდა ქარებზე.
მერე ავედევნე თოვლით გაჟიებულს,
ჩიტის ნაფეხურით გაჭრილ გზებს მის ჯვარებს.
არ ჩანდი, გამწყდარი წელში ქართან ომით,
ხეებიც იყრიდნენ თოვლს, როგორც სხვის ჯავრებს.
გიყვები მისმინე, ნუ გვცვივა ცრემლები.
შენს ხელში ლურსმანზე დღეს ბეწვზე ვკიდივარ,
აქ შემოგროვებულ აბრამის ბატკნებზე,
ყველაზე მშიერი და სუსტი შვილი ვარ.
იესო გამაცოცხლე, დროს ლუკმად ვიტოვებ,
მანამდე თვალები ბუდეში კიდეა,
არ მინდა გცვიოდეს ხორბალა ცრემლები,
იმისთვის, ლურსმანზე ბეწვით რომ კიდია.

25.08.2018
0:30სთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები