ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2018


ა ბ ი ბ ე

არ ვიცი და მითხარ ჩემო აბიბე
თავი რატომ შემაყვარე მაკვირვებ,
ახლა როგორ შესძელ ნეტავ აბიბე
მომაშორე ამ ცხოვრების ნაპირებს.
ასე როგორ ამიტაცე ღრუბლებში
და იქ შენთვის დამასახლე აბიბე,
რით ამიგე მარმარილოს სასახლე
თეთრი, თეთრი, როგორც თოვლი უმტვერო,
შენ მაჩუქე ეს ლამაზი სამყარო
არ ვყოფილვარ, არც თუ ისე უღმერთოდ.
ეს რამდენი შეგძლებია ასე შორს
და მეც შენით ვხარობ ჩემო აბიბე.
ბაღი, უკვე გამიშენე ვარდების
ააყვავე უცნაური ფერებით,
შენ იყავი ბედნიერი აბიბე
და მეც ასე მუდამ მოგეფერები.
ყველაფერი ლამაზია შენსავით
ეს სამყაროც სრულად შენ ხარ აბიბე,
შენთან ერთად ნისლიც ყვავის აბიბე
სუფთა ზეცაც შენ მაჩუქე აბიბე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები