ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2018


მახსოვს თვალებში ცა ჩაიგუბე

მახსოვს თვალებში ცა ჩაიგუბე
და ფეხი ცრემლზე როგორ დამიცდა,
ჩამოგვინგრია ბეღურებს ბუდე,
წვიმიანმა და სეტყვის ამინდმა.
მთები შავ-კუპრი ნისლით დაბურეს
და თითქოს ჩემი დასაბამიდან,
მაგ უფაქიზეს სული ჩაგყურებ,
ისევე სუფთად, ისე ადვილად,
მზე რომ წყაროში აირეკლება,
რომ იბადება ლექსი დარდისგან.
ან გაუწოდოს ირემმა, ირემს:
ყვავილი, სული და ერთგულება.
ან როგორც სუსტი პეპელა ღრუბლებს,
ვერასდროს ჩაგწვდი სულში ეგება
და გვიცხადებდა ქარი ბეღურებს:
ან აქ სიკვდილი, ან გადაფრენა.
მე რა თქმა უნდა, ვარჩევდი სიკვდილს,
მაგრამ უხილავ ხმათა ძაფებმა,
მიმაბეს მე სულ სხვანაირ ტკივილს
და ლექსის წამლად ამოძახებას.
*****************************
მთელი ცხოვრება
თელავდა ყვავილებს,
ჭრიდა ხეებს,
ეტრფოდა ადამიანებს.
ბოლოს საფლავთან ,
მხოლოდ პირველი
ორი დარჩა
ფეხმოუცვლელად.
**************************
ღმერთო ყველა
ფუტკარი მაპატიე,
შორი მწვერვალისკენ,
თაფლის მოსატანათ
გაფრენილი,
მე რომელმაც ,
მათი უკან ვერ დაბრუნება,
შევამჩნიე მხოლოდ
თაფლის ასე სიმცირით.
*************************
იქ სამსჯავროზე
დაგელოდება,
ძაღლი რომელიც
მიატოვე სიბერის გამო,
ძაღლი რომელიც
შენს ძებნაში
გარდაიცვალა
და ჯოჯოხეთსაც
აგარიდებს
ღმერთი იმიტომ,
რომ ზუსტად იცის,
ძაღლი იქაც
თან ჩამოგყვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნატალიიი ვულოცავთ დაბადების დღეს