ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: თარგმანი
26 აგვისტო, 2018


მონაკვეთი იუსტაინ გორდერის "ბანქოს საიდუმლო"-დან...

- არა მგონია, დამთხვევა დაარქვა იმას, რომ მე დავიბადე, - ვთქვი მე.
-სიგარეტის გაჩერება! - გამოაცხადა მამამ. როგორც ჩანს რაღაც ისეთი ვთქვი, რამაც კვირტი გაუშალა მის მორიგ მინილექციას.
მანქანა იქეთ გაჩერდა, საიდანაც ადრიატიკის ზღვის საუცხოო ხედი იშლებოდა.
- დაჯექი! - მითხრა მამამ, მანქანიდან რომ გადმოვედით და დიდ ქვაზე მინიშნა.
- 1349 წელი: აი, რით დაიწყო ამჯერად.
- შავი სიკვდილი, - ვუპასუხე მე. ისტორია საკმაოდ კარგად ვიცოდი, ოღონდ ის ვერ გამერკვია, რა საერთო ჰქონდა შავ სიკვდილს დამთხვევებთან.
- კეთილი, - მითხრა მამამ და განაგრძო, - ალბათ, მოგეხსენება, რომ დიდმა ჭირმა ნორვეგიის მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. მაგრამ აქ არის კავშირი, რომელზეც შენთვის ჯერ არაფერი მითქვამს.
ასეთ დაწყებას, ჩვეულებრივ, გრძელი ლექცია მოჰყვებოდა ხოლმე.
- იცი თუ არა, რომ იმ დროში შენ ათასობით წინაპარი გყავდა?
თავი უიმედოდ გავაქნიე. როგორ შეიძლებოდა "ათასობით წინაპრის" ყოლა?
- შენ გყავს ორი მშობელი, ოთხი პაპა-ბებია, რვა დიდი პაპა-ბებო და ა.შ. თუ ასე მიჰყვები, მაშინ 1349 წლისთვის საკმაოდ ბევრი გამოვა.
მე კვერი დავუკარი.
- შემდეგ მოვიდა ჭავი ჭირი. სიკვდილი ადგილიდან ადგილზე ინაცვლებდა და, უჭინარეს ყოვლისა, ბავშვებს ხოცავდა. მთელი ოჯახები ამოწყდა. დიდი ოჯახებიდან ხანდახან სულ ერთი-ორი წევრი თუ გადარჩენილა. მრავალი შენი წინაპარი იმ დროს ბავშვი იყო, ჰანს თომას. მაგრამ არც ერთი მათგანი არ მომკვდარა.
- საიდან იცი ასეთი უეჭველობით? - ვკითხე გაოცებულმა.
მამამ ნაფაზი დაარტყა და თქვა:
- იქიდან, რომ ახლა აქ ზიხარ და ადრიატიკის ზღვას გასცქერი.
აი, კიდევ ერთხელ გააკეთა ისეთი გამაოგნებელი დასკვნა, რომელზეც არ ვიცოდი რა მეპასუხა. თუმცა ვიცოდი, რომ მართალი იყო: რომელიმე ჩემი წინაპარი ბავშვობაში რომ მომკვდარიყო, მაშინ ის ჩემი წინაპარი ვეღარ იქნებოდა.
- ერთი წინაპრის შანსი იმისა, რომ ზრდის პერიოდში არ მოკვდეს, არის ერთი რამდენიმე მილიარდზე, - ამკერად მამას სიტყვება ჩანჩქერივით იხუვლა, - აქ ხომ მხოლოდ შავი სიკვდილი არ იგულისხმება. არსებითად, ყველა შენმა წინაპარმა მიაღწია ზრდასრულ ასაკს და ბავშვებიც გააჩინა თვით ყველაზე უარესი ბუნებრივი კატასტროფების პირობებშიც კი, როცა ბავშვთა სიკვდილიანობის დონე არნახულად მაღალი იყო. რასაკვირველია, ბევრი მათგანი დაავადდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადარჩა. გარკვეული აზრით, ჰანს თომას, მილიარდჯერ ყოფილხარ სიკვდილიდან სულ ერთი მილიმიტრით დაშორებული. შენს სიცოცხლეს ამ პლანეტაზე ემუქრებოდნენ მწერები, გარეული მხეცები, მეტეორები, ელვა, სნეულება, ომი, წყალდიდობა, ხანძარი, მოწამვლა, განზრახ მკვლელობა... მხოლოდ სტიკლესტადირის ბრძოლაში შენ ასობით დაზიანება მიიღე. ეს იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში შენი წინაპრები ორივე მხარეს იბრძოდნენ, ანუ შენ საკუთარ თავს და ათასწლეულების შემდეგ შენივე დაბადების შანსს ებრძოდი. იგივე ითქმის მეორე მსოფლიო ომზეც. ოკუპაციის პერიოდში კეთილ ნორვეგიელებს პაპაშენი რომ მოეკლათ, ვერც მე გავჩნდებოდი და ვერც შენ. არადა, მსგავსი რამ ისტორიაში მილიარდჯერ მომხდარა. ყოველ ჯერზე, როცა ჰაერში ისარი გაიწუილებდა, შენი დაბადების შანსი მინიმუმამდე ეცემოდა. მაგრამ, აი, ახლა აქ ზიხარ და მემასლაათები! გაიგე, ჰანს თომას?
- მგონი, - ვთქვი მე, - ყოველ შემთხვევაში, მგონი, ის მაინც გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომ ბებიას ფროლანდში ველოსიპედის სალტე დაეშვა.
- მე ვლაპარაკობ დამთხვევათა ერთ გრძელ ჯაჭვზე, - განაგრძო მამამ, - ფაქტობრივად, ამ ჯაჭვების საწყისი რგოლი ის პირველი ცოცხალი უჯრედია, რომელიც ორად გაიყო და ამით დასაბამი დაუდო ყოველივეს ზრდა-აღმოცენებას ამ პლანეტაზე. თვით ჩემი ჯაჭვის შანსი, რომ ერთხელაც არ გამწყდარიყო სამი თუ ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში, არაგაგონილად მცირეა. მაგრამ, როგორც ხედავ გამოვაღწიე. გადავრჩი, ჯანდაბას წავუღივარ! ჩემი მხრივ, ვგრძნობ, რაოდენ ფანტასტიკურად ოღბლიანი ვარ, რომ დედამიწას შენთან ერთად ვუყურებ; ვგრძნობ, რაოდენ იღბლიანია ამწამს ამ მიწაზე მცოცავი თითოეული მწერი.
- უიღბლო არსებებზე რას იტყოდი? - ვკითხე ამ მომენტში.
- ისინი არ არსებობენ! - თითქმის იღრიალა მამამ, - არც არასოდეს დაბადებულან. სიცოცხლე ერთი დიდი ლატარიაა, სადაც მხოლოდ მომგებიანი ბილეთები ჩანს.
ერთხანს ხმის ამოუღებლიბლად იჯდა და ზღვას გასცქეროდა.
- არ წავიდეთ? - ვკითხე ორიოდე წუთის შემდეგ.
- არასდიდებით! ჩუმად იჯექი, ჰანს თომას! კიდევ დარჩა რაღაც.
...
- ყველა დამთხვევის დროს ერთი და იგივე კანონი მოქმედებს, - განაგრძო მამამ.
...
- ავიღოთ უბრალო მაგალითი. ვთქვათ, ვფიქრობ მეგობარზე, რომელიც ერთი წუთის შემდეგ მირეკავს ან კარზე მიკაკუნებს. ბევრი ფიქრობს, რომ ამდაგვარი დამთხვევა რაღაც ზებუნებრივის ჩარევით ხდება. მაგრამ ჩემი კარის ზარზე რომც არ დარეკოს, მე ჩემს მეგობარზე მაინც ვფიქრობ. მეტიც: საკმაოდ ხშირად დაურეკავს იმ პერიოდშიც, როცა ერთხელაც არ გამხსენებია.
მე თავი დავუქნიე.
- საქმე იმაშია, რომ ადამიანები აგროვებენ იმ შემთხვევებს, როცა ორი მოვლენა ერთდროულად ხდება. როცა, ვთქვათ, უკიდურესად საჭირო მომენტში ფულს პოულობენ, სჰერათ, რომ ეს რაღაც "ზებუნებრივის" წყალობით ხდება. მათ ეს მაშინაც კი სწამთ, როცა გამუდმებით უფოლოდ არიან. ამგვარად, უამრავი ჭორი ვრცელდება ათასი ჯურის "ზებუნებრივ" ხდომილობაზე, მთელი მსოფლიოთ დეიდებსა და ბიძიებს რომ შეემთხვათ. ადამიანებს იმდენად იტაცებთ ასეთი "დამთხვევები". რომ, საბოლოოდ, უამრავი ამბავი გროვდება მათ "საილუსტრაციოდ".
...
- როცა ადამიანებს "ზებუნებრივი" იტაცებთ, ეს დიდი სიბრმავით დაავადების სიმპტომია. ისინი ხომ ვერ ხედავენ ყველაზე დიდ საიდუმლოს: იმას, რომ ქვეყნიერება არსებობს. უფრო მეტად აინტერესებთ მარსელები და მფრინავი თეფშები, ვიდრე ჩვენ თვალწინ გადაჭლილი მთელი ეს საოცარი და საგონებელში ჩამგდები ქვეყნიერება. არა მგონია, ჰანს თომას, სამყარო და ქვეყნიერება დამთხვევით შექმნილიყოს.
მონაკვეთი იუსტაინ გორდერის "ბანქოს საიდუმლო"-დან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები