ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2018


ფიქრი

გამარჯობათ, მიცნობდეთ, მე ფიქრი ვარ... მე ასაკი არ გამაჩნია,ბევრი შვილი მყავს: ჩანაფიქრი,ნაფიქრი,დაფიქრება. მე სულ თქვენთან ვარ,მარტოობასა და ერთიანობაში,თქვენ ადამიანები უჩემოდ ვერ იარსებებთ და თუ მაინც არსებობთ,უაზროდ მეტად. თქვენ მე ვერ მხედავთ,სამაგიეროდ მე გხედავთ! დარდიანებს,მხიარულებს,შეშფოთებულებს,ბოროტებს,ანგარიანებს,მზაკვრებს,უიმედოებს,ამბიციურებს,მიზანდასახულებს,მშრომელებს,მლიქვნელებს და კეთილებს,მე თქვენ ყოველ მდგომარეობაში გხედავთ, თქვენი ყველა ბნელი წერტილი ვიცი,რადგან ეს მე ვარ თქვენი ბნელი წერტილის დასაწყისიცა და აპოგეოსიც! მე ვარ თქვენი მეგობარიც და მტერიც,თქვენ ჩემგან ვერ გაიქცევით,თქვენ მე ვერ უგულებელმყოფთ,მაგაზე ფიქრიც კი არ გაბედოთ,მანდაც მე ვიქნები! თქვენ უჩემოდ არ არსებობთ,მე კი უთქვენოდ მუდამ ვიარსებებ,თქვენ მე მეთაყვანებით გაღვიძებისას,ჭამისას,კოცნისას,დაძინებისას,თქვენ ხართ ფიქრი და მე კი ადამიანის ალტერ-ეგო,ბერჯერ და ბევრგან,ქცეული დროსა და სივრცის ნათელ მორევში... მოკლედ რომ ვთქვათ მე თქვენი ყოველდღიურობა ვარ და ეს ამპარტავნად სულაც არ მხდის,უფრო ჩემს თავში ვიკეტები და ვფიქრობ,მე სხვა კონდიცია არ გამაჩნია,გარდა საფუძვლიანად უსარგებლო ფიქრისა... მე გელოდებით რომ მოხვიდეთ ჩემამდე და მერე დაგტოვოთ ჩემთან,მე ხომ მარტოსული ვარ,უტყვი და ამასთან ერთად დეპრესიულიც,ყველა ეს თვისება ჩემი თავისუფლებიდან მოდის,თქვენ კი... ჰეჰ,თქვენ ი მშურს ხანდახან,ჩემს მერე იმდენ რამეს სცადიხართ,ნეტავ შემეძლოს კულმინაციის დროსაც თქვენს გვერდზე ყოფნა,ვიმხიარულებდი თქვენი სისულელეებით და უფრო დავდეპრესიულდები თქვენი სიჭკვიანით,მე ჩემი კრახი უფრო მხიბლავს და ძალას მაძლევს,ვიდრე წარმატება,მე ხომ ამპარტავანი ვარ! ჩვენ ერთნი ვართ და ამასთან ორი უკიდურესობა...  შეხვედრამდე, გამიხსენეთ მე თქვენი ფიქრი ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები