ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 სექტემბერი, 2018


შუადღის ქმარი (რაღაც პროზასა და პოეზიას შორის)

ლოდინი...
ლო -დი- ნი
ლ-ო-დ-ი-ნ-ი
ასო ბგერა  ... 

გახსოვს?
მასწავლებელს  ბავშვობაში რომ ეკითხა, რას ვუპასუხებდით არ ვიცი, სამაგიეროდ ახლა ვუპასუხებ , ლოდინი ტკივილია თქო.

სამი მარცვალი
ექვსი  ასო
აზრი ერთი, მაგრამ სასტიკი
დილის გათენება  რომ გიხარია, იქნებ დარეკოს...
ვერ რეკავს და მოთმინებით ელოდები  შუადღეს
ხანდახან ვერც შუადღეზე რეკავს, ან რეკავს და შენ  ვერ პასუხობ...
(ორი საათია  დროში სხვაობა )
საღამოს ისედაც იცი, რომ ვერ დარეკავს
საღამოს სხვისი ქმარია

მხოლოდ  შუადღის ქმარი ხარ მეთქი, რომ ვუთხარი,  სიცილით მოკვდა, მაგრამ ვიცი ,  გული მასაც ეტკინა.
ახლა ისეთებიც გამოჩნდებიან, თუ სხვისი ქმარია, შენ მასთან რა ხელი გაქვსო...
თუ უყვარხარ, მას მიატოვებს და შენთან წამოვაო...
მაგრამ  არავინ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, ასე ძნელი რატომაა  ყველაფერი.
მე ვიცი
მანაც ისიც
ჩვენ ორივემ ვიცით.
სხვა მაინც ვერ გაიგებს


რა აზრი აქვს ასეთ სიყვარულს, სადაც შენი მოვალეობაა, საღამოს  საკუთარ ცოლსა და შვილებს შეეფარო,
მე კი ქმარსა და ოჯახს!
სადაც ერთმანეთისთვის დათმობილი  წუთები,  მხოლოდ ღალატია და  სიამოვნებაზე მეტად ტკივილს გვაყენებს..
ამ  გრძნობაში  ყველა მართალია, ჩვენს გარდა..
მაგრამ ჩვენ  მართლები ვართ  ჩვენ სიყვარულთან !
სხვებს?
სხვებს ვატყუებთ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები