 | ავტორი: დევი ჟანრი: პროზა 28 აგვისტო, 2018 |
თვალის დახამხამებაში მოხდა ყველაფერი, ფარდის ერთი აფრიალება და...
ნეკამ უხმოდ მიირბინა ფანჯარასთან და გადაიხედა. მეთექვსმეტე სართულის გადასახედიდან თეთრ კაბაზე ნახატ ხასხასა ყაყაჩოებს სიმკვეთრე დაკარგათ, ისინი ნაცრისფერი ასფალტის ფონზე წარმოქმნილ თეთრ-წითელ ლაქებს ბუნებრივად შერწყმოდნენ.
ნეკა წელში გასწორდა, თვალწინ აღმართულ გაშლილ სივრცეს მიაშტერდა წამიერად, მერე აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო, თითქოს სურდა რაიმე წერტილს ჩასჭიდებოდა მზერით, მაგრამ ამაოდ, სივრცე ისეთი ღრმა იყო ლამის ჩაიძირა მასში. საყრდენი ვერაფრით იპოვა, მომენტალურად შემობრუნდა და სწრაფი მოძრაობებით დაიწყო მოქმედება: მიკეტა ფანჯარა, ფარდა ჩამოაფარა, ტელევიზორი გამორთო, გასაღები ხელში აიღო, სახლიდან კარის ჯახუნით გამოვარდა, მაგრამ არ დაუკეტავს, ჩქარობდა. სანამ ლიფტი ამოვიდა ნერვიულად ქანაობდა, წინ და უკან თითო ნაბიჯს დგამდა და გასაღებს სრესდა ხელებში.
მეთხუთმეტე... მეთოთხმეტე...მესამე...მეორე...
ეზოში ქალების კივილს ლიფტის მომლოდინე მეზობლის კივილი შეუერთდა როცა კარი გაიღო და მასში ძირს დავარდნილი უგონოდ მყოფი ნეკა აღმოაჩინა.
- ბატონო ზვიად, გასაგებია რომ არჩევნებამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ მაინც, თუ იგეგმება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა? - დიახ, ახლა პარლამენტში, ჩვენ... - დედა, ცოტა დაუწიე ტელევიზორს, ბავშვი გაიღვიძებს. - რა სახე გაქვს, შვილო, გაფითრებული მეჩვენები, არ გეძინა კარგად? - ცუდი სიზმარი ვნახე, ძალიან ცუდი სიზმარი.
ნეკა სამზარეულოში შევიდა, ონკანი გახსნა, წყლის ხმასთან ერთად უცნაური ზუზუნი ჩაესმა საიდანღაც, თავი ძლივს შეიმაგრა, თავბრუ ეხვეოდა, ჭიქის წყლით ავსება მოახერხა, მაგრამ ერთი ყლუპი მოსვა თუ არა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
შავი ჭიქის ნამსხვრევები თეთრ იატაკზე ხმაურით გაიშალა. - რა მოგივიდა, შვილო? - ოთახში დედა შემოვიდა, მაგრამ ნეკას არაფერი ესმოდა, დედის ხმას ზუზუნი ახშობდა, რომელიც მის თავში სულ უფრო ძლიერდებოდა. ჯერ ყურებზე აიფარა ხელი, მერე სამზარეულოს ავეჯის უჯრა გამოაღო, ერთი, მეორე, მესამე, თითქოს საკუთარ სახლში არ ყოფილიყო, გამწარებული ეძებდა რაღაცას. იპოვა თუ არა საძინებელი ოთახისკენ გავარდა, მაგრამ შესასასვლელთან შეჩერდა და ფეხაკრეფით განაგრძო სვლა. - რა მოხდა, შვილო, ჭიქა ვის არ გატეხია, რამ აგაღელვა, ჩვენი ჭირიც წაუღია! თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა შეშინებულმა მოხუცმა სიტყვები.
ნეკას არაფერი ესმოდა, ფრთხილად მიიწევდა ბავშვის საწოლისკენ. სუნთქვა კი არ შეანელა, ლამის შეწყვიტა, ბავშვს ჯერ სახეზე დახედა, გაიკვირვა, მერე ფრთხილად გადახადა ზეწარი, პატარა გოგონას მშვიდად ეძინა, ქერა კულულები ჩამოყროდა სახეზე და წითელი თევზებით მოხატულ საღამურზე. - სადაა ჩემი გოგო? ჩუმად იკითხა ნეკამ. - ჩემი შვილი სადაა მეთქი? - ნელნელა ხმას აუწია და ბოლოს ყვირილი მორთო. გოგონას გაეღვიძა და ატირდა. შეშინებული მოხუცი ხელებს ასავსავებდა და რაღაცას ბუტბუტებდა გაუგებრად. დანა მაღლა-დაბლა ირწეოდა, ირწეოდა საწოლი, საძინებელი, სახლი, კორპუსი, მთელი სამყარო ირწეოდა.
კორიდორში განწირული კივილი ისმოდა. - მას თეთრი კაბა ეცვა, ყაყაჩოებით მოჩითული, ყაყაჩოებით მოჩითული და არა ეს საშინელი თევზები, ვიღაცაა, არაა ჩემი, არ არის მეთქი ჩემი, ჩემსას თეთრი კაბა ეცვა, ყაყაჩოებით მოჩითული.
- ეს რომელი პალატაა? - მერვე, ანანეს პაციენტია, წუხელ მოიყვანეს. - რაო? რა მინდაო? - ათი დღის წინ მეთექვსმეტედან შვილი გადმოვარდნია საწყალს.
პალატაში თეთრხალათიანები შეცვივდნენ. კარზე რიგითობის აღმნიშვნელი ციფრი დაცურდა, მის ზედაპირზე არსებულ ხარვეზს, მცირე ამობურცულობას დაეყრდნო და ჰორიზონტთან პარალელი დაიჭირა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. არა, მაგრა მკიდია ;) არაფრის )) არა, მაგრა მკიდია ;) არაფრის ))
16. სიტყვა "ნიჭი" იმ იარლიყივით მკიდია ახლა, მოხსნა რომ დაგავიწყდება ადამიანს და ქუჩაში გატყაპუნდები. :(
შენ არ გეწყინოს, ძვირფასო სერენა, მადლობა რომ წაიკითხე და შეაფასე. :-* სიტყვა "ნიჭი" იმ იარლიყივით მკიდია ახლა, მოხსნა რომ დაგავიწყდება ადამიანს და ქუჩაში გატყაპუნდები. :(
შენ არ გეწყინოს, ძვირფასო სერენა, მადლობა რომ წაიკითხე და შეაფასე. :-*
15. როგორი თანმიმდევრული კადრებია, მოქნილი სიუჟეტი, იდეით დატვირთული. მიხარია ასეთ პროზას როცა აღმოვაჩენ ხოლმე. ფსიქოპათიური, შეშლილი და მძიმე სამყარო შექმენი ერთ გვერდიან მოთხრობაში. ეს ნიჭია !
+5 როგორი თანმიმდევრული კადრებია, მოქნილი სიუჟეტი, იდეით დატვირთული. მიხარია ასეთ პროზას როცა აღმოვაჩენ ხოლმე. ფსიქოპათიური, შეშლილი და მძიმე სამყარო შექმენი ერთ გვერდიან მოთხრობაში. ეს ნიჭია !
+5
14. გადაშენების გზაზე ვართ და სიზმრებში მაინც ვიყოთ მაგრები :))) გადაშენების გზაზე ვართ და სიზმრებში მაინც ვიყოთ მაგრები :)))
13. რა ბედნიერები ხართ ე დევები რა სიზმრებს რომ ხედავთ :) თან მეორე ხარისხში სიზმრებს რა ბედნიერები ხართ ე დევები რა სიზმრებს რომ ხედავთ :) თან მეორე ხარისხში სიზმრებს
12. მადლობა, ჭა, რომ ინტერესით წაიკითხეთ. :-*
ასეთ უსასრულობას რა თქმა უნდა არავის ვუსურვებ, უბრალოდ ამ პატარა , მაგრამ საინტერესო! :) მიგნებით დავსვი წერტილი მოთხრობის ბოლოს.
ჰო, ნიკი, სიზმარში ნახა რომ ცუდი სიზმრით გამოეღვიძა.
მე გამოვსულვარ ერთი სიზმრიდან მეორეში და მითქვამს მეორე ფენა სიზმარში : ეს ხომ სიზმარი იყოთქო. ან არასასიამოვნო სიზმარში თავი გამიმხნევებია: ნუ გეშინია, ეს ხომ სიზმარია :))) ამიტომაც ჩავთვალე დასაშვებად სიზმარში ენახა, რომ ცუდი სიზმრიდან გამოეღვიძა.:) მადლობა, ჭა, რომ ინტერესით წაიკითხეთ. :-*
ასეთ უსასრულობას რა თქმა უნდა არავის ვუსურვებ, უბრალოდ ამ პატარა , მაგრამ საინტერესო! :) მიგნებით დავსვი წერტილი მოთხრობის ბოლოს.
ჰო, ნიკი, სიზმარში ნახა რომ ცუდი სიზმრით გამოეღვიძა.
მე გამოვსულვარ ერთი სიზმრიდან მეორეში და მითქვამს მეორე ფენა სიზმარში : ეს ხომ სიზმარი იყოთქო. ან არასასიამოვნო სიზმარში თავი გამიმხნევებია: ნუ გეშინია, ეს ხომ სიზმარია :))) ამიტომაც ჩავთვალე დასაშვებად სიზმარში ენახა, რომ ცუდი სიზმრიდან გამოეღვიძა.:)
11. თითქმის ინტერესით წავიკითხე... 3 ფინალი...-უსასრულობის სიმბოლო- მაინცადამაინც ვერა...:) თითქმის ინტერესით წავიკითხე... 3 ფინალი...-უსასრულობის სიმბოლო- მაინცადამაინც ვერა...:)
10. ჰოო, პალატის ნომერზე დავფიქრდი ახლა... რომ წავიკითხე ყველაფერი სრულიად გასაგები იყო ჩემთვის, ერთადერთი უსასრულობაში ვერ დაგეთანხმები, ყველაფერი დროებითია ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც, სამოთხე და ჯოჯოხეთიც დროებითია, ვიდრე მეორედ მოსვლამდე :) ჰოო, პალატის ნომერზე დავფიქრდი ახლა... რომ წავიკითხე ყველაფერი სრულიად გასაგები იყო ჩემთვის, ერთადერთი უსასრულობაში ვერ დაგეთანხმები, ყველაფერი დროებითია ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც, სამოთხე და ჯოჯოხეთიც დროებითია, ვიდრე მეორედ მოსვლამდე :)
9. ანუ სიზმარში ნახა რომ სიზმარი ნახა? ასე გამოდის
ნუ ის პალატის ნომრის გადაბრუნება და უსასრულობა გასაგები იყო :)
გავიგე უკვე, გავიგე :) მადლობა ახსინისთვის
ანუ სიზმარში ნახა რომ სიზმარი ნახა? ასე გამოდის
ნუ ის პალატის ნომრის გადაბრუნება და უსასრულობა გასაგები იყო :)
გავიგე უკვე, გავიგე :) მადლობა ახსინისთვის
8. საბოლოოდ შეიშალა, და ამაზე პალატის ნომერის გადაბრუნება გვეუბნება. იყო 8, გახდა უსასრულობა :( საბოლოოდ შეიშალა, და ამაზე პალატის ნომერის გადაბრუნება გვეუბნება. იყო 8, გახდა უსასრულობა :(
7. გადავარდა ბავშვი, (მტრისას) ნუ მერე დედის მდგომარეობა მოგეხსენება, ვერ გამოვიდა ამ საშინელებიდან...დაესიზმრა კოშმარი და ეს ბოლო წერტილი აღმოჩდა. გადავარდა ბავშვი, (მტრისას) ნუ მერე დედის მდგომარეობა მოგეხსენება, ვერ გამოვიდა ამ საშინელებიდან...დაესიზმრა კოშმარი და ეს ბოლო წერტილი აღმოჩდა.
6. რა ვიცი, დანაო და მერე გადმოვარდნიაო მაინც დაბნეული ვარ ავტორო რა ვიცი, დანაო და მერე გადმოვარდნიაო მაინც დაბნეული ვარ ავტორო
5. ჯერ ცხადია, მერე სიზმარი, მერე ისეც ცხადი, ნუ დაიბნევით. კონკრეტულად კი შიშებია ეს ყველაფერი, შიშებს რას გაუგებ. :) ჯერ ცხადია, მერე სიზმარი, მერე ისეც ცხადი, ნუ დაიბნევით. კონკრეტულად კი შიშებია ეს ყველაფერი, შიშებს რას გაუგებ. :)
4. აქაც 5 ოღონდ დავიბენი ცოტა ვინ ვინაა იქნებ გამარკვიოთ ბატონო დევო აქაც 5 ოღონდ დავიბენი ცოტა ვინ ვინაა იქნებ გამარკვიოთ ბატონო დევო
3. ჰო, ჩემსავითაა :) ჰო, ჩემსავითაა :)
2. ცოტათი ბუნდოვანი, ზაფრიანი. ცოტათი ბუნდოვანი, ზაფრიანი.
1. უჰ, რა მძიმეა :( უჰ, რა მძიმეა :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|