ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
2 სექტემბერი, 2018


მეუბნებიან

მეუბნებიან: გივარგი,
ლექსები აღარ გივარგა,
მე კი მათ რიდით ვპასუხობ:
ეს ფაქტი თქვენ ნუ გაწუხებთ!
მეუბნებიან: ფანტავო
აზრებს და როგორც ფანტომი,
დაძვრები მხოლოდ რითმაში,
სიტყვების გიყვარს თამაში.
მეუბნებიან: მოძველდა
კონვენცია და მოგვერდი,
ასეთებს უნდა უკეთო,
ყველა მომხდურს და უკეთურს.
მეუბნებიან: გახუნდა
სიტყვები, მე კი ახუნდი,
წვერზე ვიკიდებ მათ აზრებს,
რაც მათ უთუოდ აბრაზებს.
მეუბნებიან: შეეშვი,
არარა ყრია ლექსებში,
მოგვერდი უნდა უკეთო,
ასეთ მომხდურს და უკეთურს!
მეუბნებიან: გივარგი,
ლექსები აღარ გივარგა,
მე კი მათ რიდით ვპასუხობ:
ეს ფაქტი თქვენ ნუ გაწუხებთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები