ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
2 სექტემბერი, 2018


შემოდგომა სოფელში

შემოდგომის დადგომამ
სოფელს ფერი უცვალა,
ველ-მინდვრების სიჭრელეს
ცა უხდება ლურჯთვალა!

ისმის გადაძახილი
ღმერთმა მოგცეთ ბარაქა,
ბაღ-ბოსტნებში ირევა
ყმაწვილების მარაქა.

ლექსო პაპამ მარხილში
კვლავ შეაბა წაბლია
და ბოლომდე აავსო
ბეღელი და ნალია.

აივნებზე შრებიან
ტკბილი ლეღვის ჩირები,
ძაფზე ასხმულ ქლიავებს
დაუღიათ პირები.

მათრობელა სურნელი
ორღობეებს ედება,
შემოდგომას სოფელში
ნეტავ რა შეედრება?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები