ნაწარმოებები



ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2018


მითხარი ის სიმართლე, საკუთარ თავს რომ დავუმალე !

მითხარი ჩემს შესახებ ის სიმართლე
საკუთარ თავს რომ დავუმალე .
მომხსენი ის ბორკილები,
მე რომ თავისუფლების ძაფები მეგონა ,
რომელსაც მხოლოდ შენ ხედავ.
მითხარი როგორი ვარ ,
რადგან მე არ ვიცნობ ჩემს თავს
და მხოლოდ "ასეთი " მგონია თავი.

შენ
იმის შიშით რომ არ დამკარგო,
არ ამბობ სიმართლეს ჩემზე,
არ ამბობ რას ფიქრობ ჩემს ქმედებებზე ,
არ ამბობ რომ ხშირად თავს ვიტყუებ ილუზიებით.
შენ
იმის შიშით , რომ
მეც არ გითხრა სიმართლე შენზე ,
არ ამბობ ჩემზე არაფერს.

ეს არ არისთქო სიყვარული ვიტყვი და
ყოველთვის გავიმეორებ,
შენ
ვერ გადააბიჯე საკუთარ თავმოყვარეობას,
ვერ გადააბიჯე საკუთარ ეგოს,
ვერ გადააბიჯე საკუთარ შიშებს ,
ჩემს გამო,
რადგან თუ შენთვის პირველი
ჩემი სიყვარული იქნებოდა,
არ უყურებდი მშვიდი სახით
როგორ ვინადგურებდი ცხოვრებას ჩემი ილუზიებით,
როგორ ვეძახდი ჯოჯოხეთს სამოთხეს და როგორ ვხტებოდი ჩემივე ნებით,
თავისუფლების სახელით ,
მონობის უფსკრულებში.
შენთვის პირველი სიყვარული რომ ყოფილიყო,
არ დაელოდებოდი
როდის ვისწავლიდი ამ შეცდომისგან ,
როდის მივხვდებოდი თვითონ,
რადგან
მიხვედრა აღარ ცვლის ჯოჯოხეთის მდგომარეობებს.

მე
ყოველთვის მანამდე გეუბნები
სანამ თავს დაიღუპავ,
ყოველთვის მანამდე გაფრთხილებ
სანამ ილუზია შენში ბოლომდე შემოაღწევს.
რადგან ვერ გიყურებ
როგორ იღუპავ თავს და
ვერ
გიყურებ მშვიდი მოთბინებით,
როგორ
იბორკილებ საკუთარ სულს.
ვერ განვიხილავ შენს პიროვნებას ისე ჩემთვის,
და არა შენთან ერთად.
მე
შენ
ყოველთვის გეტყვი რას ვფიქრობ შენს ქმედებებზე ,
რას ვფიქრობ შენს აზრებზე,
ყველაფერზე რაც შენ გეხება.

მინდა !
მეც ვუყვარდე ერთ დღეს
ვინმეს ისე,
რომ
შეძლოს
ჩემს შესახებ იმ სიმართლის თქმა , რაც მე
ჩემს თავს დავუმალე.
მინდა !
მითხრას როგორი ვარ,
რადგან მე
მხოლოდ "რაღაცნაირი" მგონია თავი.
მითხრას ყველაფერი
რასაც იფიქრებს ჩემზე ,
და არასდროს
არ იფიქრებს თავისთვის,
არამედ
ჩემთან ერთად.
ვინც ,
სანამ გავაღებ კარებს ,
მანამდე მითხრას
რა არის კარის უკან.

ნუ დამიმალავ
შენს აზრებს ჩემზე,
რადგან
მე მეკუთვნის ეგ აზრები,
ჩემზეა ეგ აზრები
და უნდა მითხრა.

ჩვენ ადამიანები,
ვერც კი ვხვდებით ,
რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს.
რადგან
ერთადერთი ადამიანი
ვისაც
ჩვენი დანგრევა შეუძლია
ჩვენვე ვართ
ჩვენივე ილუზიებით
ჩვენივე ტყუილებით ვანადგურებთ ჩვენს თავს.
სწორედ ამიტომაა
ჰაერივით რომ გვჭირდება ერთმანეთი,
რომ ხშირად შევახსენოთ ერთმანეთს ის სიმართლე
საკუთარ თავს
რომ დავუმალეთ.

მხოლოდ შენ
შეგიძლია დამიხსნა
საკუთარი თავისგან.
მხოლოდ შენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები