ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2018


ნუ მეშინია

მე, მარტოხელა  დედა ვარ
შიშის,
უმამოდ ვზრდი და ვუყვები
ზღაპრებს.
ის, ყოველ ღამით სიზმრებში
ტირის,
მე, ჩემს თავს დედის რძესავით
ვასმევ.
სავსე მთვარობას გამომყავს
გარეთ.
გზა კალიებით სავსეა
როცა,
თავშალმოხსნილი ქალივით
ღამე
ხან მისნავს, ხანაც ბუტბუტით
ლოცავს.
ის, მაინც ძილში ტირის და
ოხრავს.
მე, ჩემს ჩუმადვე ვიკვნეტავ
ფრჩხილებს.
მუცელს  სისუსტით გადახრილ
ოთახს
ხრავს და ნაფხვენებს ტანზე
იფარებს,
რომ არ დააკლდეს სადმე
მისხალი,
ყოველ მტვრის წერტილს სახელი
ქვია
და სანამ ჩემს თავს პირში
მივახლი
ტალახს ან ზღაპრებს არ ვესვრი
ტყვიას,
ვერ გადავრჩები. ვერც
გადავაჩვევ
შვილს დედისერთა მუცელში
იწვეს.
,,,გადამიყოლებს და ჩემს ლურჯ
შიშზე
ბეჭედი თვლებში შემალავს
თითებს.

მე, მარტოხელა დედა ვარ შიშის,
უმამოდ ვზრდი, ის ტირის და
შია...
გზა კალიებით ივსება მწვანედ.
მე მეშინია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები