ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2018


ზედაზენი

„აქ ისეთი სიჩუმეა, ღვთის ისეთი წყალობანი,
არ იქნება არ მოგესმას ანგელოსთა გალობანი“.

            შოთა ნიშნიანიძე


ვფიცავ საფლავს დედაჩემის, -
წმინდას, როგორც ხატს და სანთელს,
ისეთია ზედაზენი,
სხვაგან წასვლა არ მსურს ქართველს.

მონასტრიდან სიყვარულის
საგალობლის ხმები მესმის,
მჯერა, ჩემი ივერია
ეღირსება ნათელ მერმისს.

ღვთის წყალობით ვეზიარე
მადლს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწის,
წლიდან წლამდე მკერდქვეშ გული
კელაპტარის მსგავსად იწვის.

ვფიცავ საფლავს დედაჩემის, -
წმინდას, როგორც ხატს და სანთელს,
ისე მიყვარს ზედაზენი,
როგორც ყველა ნამდვილ ქართველს.


ოთარ რურუა


2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები