ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 სექტემბერი, 2018


Emily Dickinson - Papa above! (61)

ემილი დიკინსონი - ზენარო მამავ!  (61)

ზენარო მამავ!  იხსენი თაგვი,
რომელსაც კატა ტანჯავს კირთებით!
შენს საბრძანისში გამოუყავი
სრა - შესაფერი მდიდარ ვირთხების!

სერაფიმული უბოძე სკივრი,
დღეები განვლოს ციცქნაში საჭმლის,
ზარზეიმურად ვიდრე ჩაივლის
უნდობარ ჟამის ორომტრიალი!

5 სექტემბერი, 2018 წ.



Emily Dickinson -  Papa above! (61)

Papa above!
Regard a Mouse
O'erpowered by the Cat!
Reserve within thy kingdom
A "Mansion" for the Rat!

Snug in seraphic Cupboards
To nibble all the day
While unsuspecting Cycles
Wheel solemnly away!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები