ნაწარმოებები



ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2018


რაღაც “ჰაიკუ”

*
რა ლამაზად მოდიოდა ის ლოთი,
ჩამოხეული პიჯაკით
ვერაკეცილი შარვლის ტოტებით.

*
წრეზე უარა თოჯინების ვიტრინას მოხუცმა  კაცმა,
იქიდან მხოლოდ ერთი ცრემლი გამოიტანა.

*
ფანჯარიდან ვიყურები,
ცას ვარსკვლავი მოწყდა-
გულის ძარღვს შენ.

*
ყოველ საღამოს ჭიანჭველების ბუდეს ანგრევდა,
გაიზარდა და ველზე იპოვეს მკვდარი,
ჭიანჭველებს წრე შემოერტყათ.

*

იჯდა კაცი, ბებერი და ჭორფლიანი,
მიტოვებულ საქანელას აკვირდებოდა.

*
ჩემს სალამს იცილებდა,
როგორც შორიდან ნასროლი ისარი ცდება სამიზნეს.
მისი მკვდარი დავიტირე,
დილითვე მკითხა: როგორახარო?!

*
ჩემს ოთახში ქარი არხევდა ნეკერჩხლის ტოტებს
და იმედები ცვიოდა მიყოლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები