ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 სექტემბერი, 2018


ზვიად გამსახურდია 1989 წელს

ზვიად გამსახურდია  1989 წელს როგორ იძახოდა  აფსუების არ-არსებობის და მათი ჩრდ. კავკასიაში გაგდების შესახებ, ხოლო  1991 წელს როგორ მიიღო აპარტეიდური კანონი ვითომდა არ-არსებილი 17 პროცენტი აფსუებისთვის 43 პროცენტი დეპუტატის ადგილის მიცემის შესახებ აფხაზეთის პარლამენტში


მიყვარს ე.წ. ”ისტორიული მეცნიერება”. არ არის მეცნიერება. არის პოლიტიკურად მოტივირებული პროპაგანდა. ვინაიდან პროპაგანდაა, ძირითადად, ამიტომ უმარტივეს კითხვებში იჭრებიან, გამომდინარე იქედან, რომ ეს პროპაგანდა, ხშირად, გაყალბებულ საფუძველზე დგას. და სიყალბე საფუძველში, იწვევს სხვა სიყალბეებს, ხშირად, ისეთებს, რომ სასაცილო ხდება, იმდენად ეწინააღმდეგება საღ აზრს.


ე.წ. ”სპორტული აფერისტობით”, ვისაც სურვილი აქვს, და, ბუნებიდან გამომდინარე, აფერისტობის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ატყუონ საკუთარი თავი. სხვა არავინ არსად მსოფლიოში, არ ტყუვდება. ამიტომ არის, რომ ბოდვები აფხაზების აფსუობის (აფსუა, არის თვითდასახელება მათ ენაზე) შესახებ, არსად, მსოფლიოში, არც კი გაჟღერებულა, მეტიც, პრინციპში ეს აზრი არც კი ითარგმნება უცხო ენებზე, იმდენად ბოდვითია თვითონ აზრი, რომ ერთი და იგივე ხალხი, დასახელებული ორ სხვადასხვა ენაზე, აფსუების ენაზე როგორც აფსუა, და ქართულ ენაზე როგორც აფხაზი (მე-19 საუკუნის გაგებით), არის თურმე ორი სხვადასხვა ხალხი. ეს არის წარმოუდგენელი ბოდვა.

ქართველო ხალხო, ბოდავენ ზვიადისტები, როცა არ-არსებულად აცხადებენ სინამდვილეში არსებულ აფსუა ხალხს, რომლის მიწები დაიპყრო რუსეთმა 1860-იან წლებში. მე-16 საუკუნეში რა იყო, ეს სხვა ისტორიაა, მაგრამ 1860-იან წლებში აფსუები არსებობდნენ. ბოდვა 1860-იან წლებში აფსუა ხალხის არ-არსებობის შესახებ განსაკუთრებით სასაცილოა დღეს არსებული ე.წ. ”კოსოვოს პრეცედენტის” არსებობის პირობებში.

როცა ერთ რაღაცას მობოდავს ადამიანი, რომ აფხაზი ქართველია, მაშინ ამ ბოდვის შედეგად საბოლოოდ ჩიხში ვარდება, თუ ბოდვის უკუღმართ ლოგიკას გავყვებით, და დავსვამ, ამ უკუღმართი ლოგიკის ფარგლებში, რამდენიმე ელემენტარულ კითხვას. ვიმეორებ, ამ უკუღმართი ლოგიკის ფარგლებში.

ვსვამთ რამდენიმე ელემენტარულ კითხვას. გეკითხებით:

”თუ ზვიად გამსახურდიას დავუჯერებთ, დავუშვათ, ვითომ, რომ აფხაზები იგივე ქართველებია, მაშინ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე, სამეგრელო-აფხაზეთის ომები, რა არის, სამეგრელო-სამეგრელოს ომები?”

”თუ ზვიად გამსახურდიას დავუჯერებთ, დავუშვათ, ვითომ, მაშინ, თუ აფხაზები იგივე მეგრელებია, მაშინ აფსუების ენა, ვისი ენაა? მეგრელების მე-2 ენა?”

ერთხელ რომ იტყვის ადამიანი ტყუილს, ამას სასწაული შედეგები მოჰყვება.

თუ იტყვი, რომ აფსუები არ არსებობენ, ეს ტყუილია, მაგრამ თუ იტყვი ამ ტყუილს, მაშინ იძულებული გახდები თქვა, რომ აფსუა-მეგრელების ომები არ არსებობდა, და ეს იყო სამეგრელო-სამეგრელეოს ომები. სასწაული ბოდვაა. მაგრამ ერთი ბოდვა მეორე ბოდვას იწვევს.

თუ იტყვი, რომ აფსუები არ არსებობენ, ეს ტყუილია, მაგრამ თუ იტყვი ამ ტყუილს, მაშინ იძულებული გახდები თქვა, რომ მეგრელებს ორი ენა აქვთ, მეგრული და აფსუების ენა. სასწაული ბოდვაა. მაგრამ ერთი ბოდვა მეორე ბოდვას იწვევს. რომ თქვა, გააფსუებული მეგრელები არიანო, მაინც, ხომ მაინც გააფსუებული მეგრელების არიან, და მეგრელების მე-2 ენა გამოდის?


მეგრელი - მეგრელია. აფსუა -აფსუაა. თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიიდან იყოს მოსული. და თუ აფსუები 100 პროცენტი ადიღეელები არიან, დავუშვათ, იმ დარეხვილმა დისიდენტებმა 1991 წელს რომ საარჩევნო კანონი მიიღეს, რომლითაც 17 პროცენტმა ”ადიღეელებმა” 43 პროცენტი დეპუტატის ადგილი მიიღეს აფხაზეთის პარლამენტში, ეს დისიდენტები, დარეხვილები არ არიან? არაა? არაო? აბა, ბრძენო ხალხო, დაფიქრდი.

შეთქმულების თეორიის მოყვარულ ზვიადისტებს მივმართავ, იმ დარეხვილ დისიდენტებს რამდენი გადაუხადეს ”ადიღეელებმა”?

ეს ხუმრობით ვკითხულობ, ხპეციალურად მათთვის, ვისაც  არსებობა არ შეუძლია შეთქმულების თეორიის გარეშე. ისე, პირადად ჩემი აზრით,  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზეზი  დარეხვილობა იყო.

ზვიად გამსახურდია ჯერ 1989 წელს იძახოდა, აფსუები საერთოდ არ არსებებენო, წავიდნენ ჩრდ. კავკასიაშიიო, რითაც აფსუები სასიკვდილოდ გადაიკიდა, მერე, 1991 წელს, ისეთი საარჩევნოი კანონი მიიღო, რომ სწორედ ამ 17 პროცენტ, ვითომდა არ-არსებულ, აფსუებს 43 პროცენტი მანდატები მიაღებინა აფხაზეთის პარლამენტში. ამ ფანტასტიკურ აპარტეიტს ზვიადისტებმა დაარქვეს ”საკითხის გადაწყვეტა კონსტიტუციურ ჭრილში”.

აქვს თუ არა სიბრიყვეს საზღვარი? რა ”საკითხის გადაწყვეტა”, რა ”კონსტიტუციური ჭრილი”? ეს რა სიტყვების უაზრო რახარუხია?

არ იყო საჭირო 1989 წელს სიბრიყვის ძახილი, და მაშინ 1991 წელს არც აპარტეიდური კანონის მიღება გახდებოდა საჭირო, რაც, ერთიც, და მეორეც, საქართველოს ეროვნული ღალატის აქტი იყო.

არ იყო საჭირო 1989 წელს სიბრიყვის ძახილი აფსუების არ-არსებობის და მათი ჩრდ. კავკასიაში გაგდების შესახებ, რითაც აფსუები სასიკვდილოდ გადაიკიდა, და მაშინ 1991 წელს არც აპარტეიდური კანონის მიღება გახდებოდა საჭირო. ვითომდა არ-არსებილი 17 პროცენტი აფსუებისთვის 43 პროცენტი დეპუტატის ადგილის მიცემის შესახებ აფხაზეთის პარლამენტში, რითაც მნიშვნელოვანწილად საფუძველი მოეშლებოდა აფსუების ფაქტიურად იძულებით გაერთიანებას მათი აფხაზეთიდან ჩრდ. კავკასიაში გაგდების მოსურნეებად თვითდამსახელებლების წინააღმდეგ, ხოლო პარლამენტში არა-პროპორციულად მაღალი წარმომადგენლობით უფრო მეტი სამართლებრივი საშუალებების მიღებას შეიარაღებული ძალების ფაქტიური ფორმირებისთვის.


დღეს არსებობს ე.წ. ”კოსოვოს პრეცედენტი”, ე.წ.”კოსოვოს პრეცედენტის” გათვალისწინებით, აფხაზები მე-20 საუკუნის შუა წლებშიც კი რომ დასახლებულიყვნენ აფხაზეთში, როგორც ალბანელები სერბიის კუთვნილ კოსოვოში, მაშინაც კი, თუ რომელიმე ზე-სახელმწიფო, მაგალითად, აშშ, მოინდომებდა, მაინც აღიარებდა აფსუების დამოუკიდებლობას. აშშ-მ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. მოინდომა, და აღიარა. მიუხედავა იმისა, რომ ალბანელები კოსოვოში მე-20 საუკუნის შუა წლებში დასახლდნენ.სერბები კი მანამდე იქ 1000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.


რამდენი უნდა ჩიჩქნოს თაგვმა, რომ კატა გამოთხაროს? ე.წ.”კოსოვოს პრეცედენტის” გათვალისწინებით, აფხაზები მე-20 საუკუნის შუა წლებშიც კი რომ დასახლებულიყვნენ აფხაზეთში, როგორც ალბანელები სერბიის კუთვნილ კოსოვოში, მაშინაც კი, თუ რომელიმე ზე-სახელმწიფო, მაგალითად, აშშ, მოინდომებდა, მაინც აღიარებდა აფსუების დამოუკიდებლობას. აშშ-მ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. მოინდომა, და აღიარა. მიუხედავა იმისა, რომ ალბანელები კოსოვოში მე-20 საუკუნის შუა წლებში დასახლდნენ.სერბები კი მანამდე იქ 1000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

შედარებისთვის, აფსუები მე-19 საუკუნის 60-ანი წლებისთვის უკვე იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამეგრელო რუსეთმა მანამდე დაიპყრო, და რუსეთმა დაიპყრი აფსუების სახელმწიფო. აფსუების აფხაზეთიდან გაგდების მოთხოვნა 1989 წელს, ეს იყო სიგიჟე, აფსუების გაგდება იყო, ჯერ ერთი, პრაქტიკულად შეუძლებელი, და მეორე, ამას არანაირი საფუძველი არ არსებობდა, არც იურიდიული, არც ისტორიული. მთელი ეს ისტორიული ვითომ-დასაბუთებები, ეს არის თითიდან გამოწოვილი სიყალბე. ჯერ ერთი, მე-16 საუკუნის ისტორიები, ეს ცალკე საკითხია. რუსეთმა, ოკუპანტმა, ვინ დაიპყრო 1860-იან წლებში? დამოუკიდებელი აფსუები. დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები” ითხოვდნენ რუსეთისგან დე-ოკუპაციას? ანუ, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას? ხოდა, აღსდგა თავდაპირველი მდგომარეობა. 1860-იან წლებამდე არსებული მდგომარეობა. ეს არის ის ფაქტიური შედეგი, რაც გამოიწვია 1989 წელს ზვიად გამსახურდიას ბოდვითმა მოთხოვნამ აფსუების აფხაზეთიდან გაგდების შესახებ. ზვიად გამსახურდიას ამ ბოდვით მოთხოვნას არ შეიძლებოდა რაიმე სხვა, ფაქტიურად მომხდარისგან განსხვავებული, შედეგი მოჰყოლოდა. შეიძლებოდა? რომელი? რა, აფსუები ადგენოდნენ და ზვიად გამსახურდიას სიტყვის გამო წავიდოდნენ აფხაზეთიდან? არა. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. აფსუების ნებაყოფლობითი გაქცევის მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა მარტო ფსიქიურად დაავადებულს.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ აფსუების აფხაზეთიდან განდევნის მომთხოვნები, აღვნიშნავთ, თვითონ ეს მოთხოვნა, არის სისხლის სამართლის დანაშაული, განსაკუთრებული აღფრთოვანებით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ აფსუების ენა, ეს არის ადიღეური ენა, მეგრული ჩანართებით. აღარ დავიწყებ უშედეგო დავას. დავუშვათ, ასეა. დავეთანხმოთ. მეტიც, დავუშვათ, აფსუების ენა, ეს იგივე, 100 პროცენტი ადიღეური ენაა. საერთოდ არა აქვს მეგრული ჩანართები. ვითომ. დავუშვათ. მერე და რა? გეკითხებით, მერე და რა? მაინც ხომ ფაქტად რჩება, რომ აფსუები მე-19 საუკუნის 60-ანი წლებისთვის უკვე იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამეგრელო რუსეთმა მანამდე დაიპყრო, და რუსეთმა დაიპყრო აფსუების სახელმწიფო. დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები” ითხოვდნენ რუსეთისგან დე-ოკუპაციას? ანუ, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას? ხოდა, აღსდგა თავდაპირველი მდგომარეობა. 1860-იან წლებამდე არსებული მდგომარეობა. ეს არის ის ფაქტიური შედეგი, რაც გამოიწვია 1989 წელს ზვიად გამსახურდიას ბოდვითმა მოთხოვნამ აფსუების აფხაზეთიდან გაგდების შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აფსუების აფხაზეთიდან განდევნის მოთხოვნა, თვითონ მოთხოვა, 1989 წელსაც, და დღესაც, იყო და არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაშინვე, 1989 წელსზე, რომ მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, მაშინ არავითარი ომი არ მოხდებოდა, და დღეს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა.

და ბოლოს, მთავარი სათქმელი, მთელი ეს სიტყვების ბრახა-ბრუხი, რა თქმა უნდა, შენიღბვის ოპერაცია იყო მთავარი საქმისთვის.  ებრაელი მასონების ”ჰელსინკის კავშირის” დამფუძნებელმა წევრმა ზვიად გამსახურდიამ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ითვალისწინებდა ებრაელი მასონების ”ჰელსინკის კავშირის” წესდება, მოსპო სოციალიზმი, შედეგად ქართველი ხალხის ქონება პრაქტიკულად უფასოდ ჩაუგდო ხელში ებრაელ მასონებს.


P.S.


1989 წლის 9 აპრილის დღეებში ზვიად გამსახურდიას მიერ აფსუების აფხაზეთიდან განდევნის მოთხოვნა,  როგორც  სისხლის სამართლის დანაშაული


1989 წლის 9 აპრილის დღეებში ზვიად გამსახურდიას მიერ აფსუების აფხაზეთიდან განდევნის მოთხოვნა,  თვითონ ეს მოთხოვნა, იყო  სისხლის სამართლის დანაშაული.


იხ. ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე, ინტერნეტ-საიტზე
https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxM

ციტატის დასაწყისი:

„აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა. აფხაზეთი იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, დასავლეთ საქართველოს სახელწოდება, და აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე, დასავლეთ ქართველი ერი, ხოლო ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეული მოდგმის ტომი და ჩვენ არც ერთი ტომის, არც ერთი ტომების ჯგუფის თვითგამორკვევის წინააღმდეგნი არა ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მით უმეტეს, თუ მას აქვს ერის გარკვეული ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ეს ტომი თუ ტომები ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოვუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი, და დამკვიდრნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას სიტყვა ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით)



შედარებისთვის, საინტერესოა, რა განაცხადა ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 14 აგვისტოს.

1992 წლის 14 აგვისტოს, როცა აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე უკვე დაწყებული იყო, იმყოფებოდა რა დევნილობაში, ზვიად გამსახურდიამ გამოსცა განცხადება, რომელშიც მის მიერ მანამდე „აფსუას ტომად“ სახელდებულებთან დაკავშირებით განაცხადა სრულიად საწინააღმდეგო, „დიდმა სტრატეგმა“  ზვიად გამსახურდიამ ისინი დაასახელა უკვე როგორც „აფხაზი ხალხი“, და მოუწოდა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“ გენოციდისგან დაეცვა მცირერიცხოვანი „აფხაზი ხალხი“, რომელსაც, მისი განცხადებით, სრული განადგურებით ემუქრებოდა შევარდნაძის ბანდები, კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ განაცხადა:



ციტატის დასაწყისი:

„საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში, შინაგან საქმეთა თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგის. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისგან დაიცვას  მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას განცხადების ტექსტი ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ აუდიო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას განცხადების აუდიოჩანაწერი, რომელსაც დიქტორი კითხულობს, ინტერნეტ-საიტზე  https://www.youtube.com/watch?v=lAsWoADjgs4  ტექსტის წამკითხველი დიქტორის სიტყვით, ტექსტი გამოქვეყნებული იყო გაზეთში „ქართული აზრი“ №28, 1992 წლის 28 აგვისტო)


ბრძენო ხალხო,

დაფიქრდით, გაიაზრეთ, ზვიად გამსახურდიამ თავის 1992 წლის 14 აგვისტოს განცხადებაში რა თქვა. „დიდმა სტრატეგმა“ ზვიად გამსახურდიამ, მიმართა რა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“, მრავლობითი რიცხვის პირველ პირში მოუწოდა მათ, ანუ სხვებთან ერთად „კავკასიის ხალხებს“: „მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.


ბრძენო ხალხო,

მიხვდი, ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზები დაუძახა სწორედ იმ აფსუებს, რომლებიც მანამდე, 1989 წელს, ადიღეელებად გამოაცხადა და მათი  აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გაგდებისკენ მოუწოდებდა.




კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
7.09.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები