ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: საბავშვო
8 სექტემბერი, 2018


ბუხო და ფაცა

კნავის კნუტი ფაცა:-
ამ ოჯახში რაც ვარ
სულ მაწვალებს ბუხო,
აღარ შემაწუხოს!

გაიკვირვა  ბუხომ:
-სათამაშოდ ვუხმობ,
ეს კლანჭებით მკაწრავს,
მეც ვუჩივი ფაცას!

ორივენი უცებ
გააშველა  ბებომ:
-ფაცამ თაგვებს სდიოს,
ბუხომ დაიყეფოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები