ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
8 სექტემბერი, 2018


Emily Dickinson – This is my letter to the world (441)

ემილი დიკინსონი - ქვეყნიერებას ამ წერილს მივწერ (441)

ქვეყნიერებას ამ წერილს მივწერ,
თუმც არ სმენია ჩემი სახელი,
გადავცემ ამბებს ბუნების მიერ
ნაზ სიდიადით ნათქვამს, გამხელილს.

მის დანაბარებს გამოუკლებლად,
მივანდობ ჩემთვის უხილავ ხელებს,
თვისტომო, თუკი გიყვარს ბუნება -
ნაწერზე მკაცრად ნუღარ იმსჯელებ!

8 სექტემბერი, 2018 წ.



Emily Dickinson – This is my letter to the world (441)

This is my letter to the World
That never wrote to Me —
The simple News that Nature told —
With tender Majesty

Her Message is committed
To Hands I cannot see —
For love of Her — Sweet — countrymen —
Judge tenderly — of Me

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები