ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2018


რ ო ც ა დამ....

დამლოცეს როცა, შენ შემიყვარდი,
დამწყევლეს როცა, შეშლამდე დავდნი,
შემრისხეს როცა წვიმდა მაისში,
გამიასკეცდა  დარდი.

მანამდე რა ვთქვა, აპრილი იყო.
ნელნელა ფენდა მომწვანო მანდილს.
მოყინა ვითარ დეკემბრის თვეში
დამსგავსებულმა აჩრდილს.

თხელი ღრუბელი მთვარემ ჩაყლაპა ,
ჯავრით  ვარსკვლავებს ცივ გულზე დაფშვნის,
ბებერ კაკლის ხეს გულში გასჩრია
ნაიმედარი ასგზის.

მლოცეს, მწყევლეს და გამკიცხეს შენთვის,
შენ  სხეულს, მიწავ, სხვა სუნი უდის,
მიწა ვარ მიწად ვიქცევი შენთვის,
ბედნიერებას უდრის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები