ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნორაგამი
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2018


ფოსტალიონი

                                                                                                1945
არასდროს იგვიანებდა... როცა ყველა ლოცვებს მილურსმული გაინაბებოდა ხოლმე და ფოტოში ახალგაზრდობის დაკარგვას გლოვობდა, როცა არც ლოთი იყრიდა ჯავრს მეზობლებზე და არც "ცოდვის ქალების" კისკისი ისმოდა ქუჩის მეორე მხრიდან იგი მძიმე ნაბიჯებით აუყვებოდა ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე და ვინ იცის კიდევ მერამდენე "კორპუსის" კიბეს. ყველა სცნობდა მისი ფეხის ხმას. კარებთან აიტუზებოდნენ ხოლმე, გატრუნულნი, აკანკალებულნი და როცა ფეხის ხმა ასცდებოდა მათ კარებს ერთი დღის სიცოცხლე ემატებოდათ და თუ მათ სართულთან ნაბიჯი გამსუბუქდებოდა- იქ იწყებოდა ძალიან ბევრისთვის ბოლო ამოსუნთქვა.

ერთ დღესაც ფეხის ხმა მიწყდა. 

ერთ-ერთ „კორპუსთან“ იპოვეს მარყუჟი, რომლშიც ყველა კარს უკან ატუზული, გატრუნული და აკანკალებული ადამიანის ტკივილს მოეყარა თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები