ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2009


1998 წლის პირველ თებერვალს

                  პირველ თებერვალს ზამთრის ბოლო თვე წელათრევით, ნელა შემოვა...
                  და არ ისჯება
                  არც ყინვებისთვის, არც სიბნელისთვის...
                  და მერე, უცებ გამახსენდება,
                  რომ დარჩა კიდევ ოცდარვა დღე
                  და ერთი ნელი ფშვინვა გაზაფხულამდე!
                  თითქოს არ მჯერა...  და მოუთმენლად მაცახცახებს... ო, რა ნელაა!
                  სწორედ ეს ჩუმი, სულშემხუთველი მოლოდინიც გაზაფხულის
                  ახლა იწყება...
                  ახლა, ამ დღეს, პირველ თებერვალს!
                  ან იქნებ იმ დღეს, როცა ზამთარი პირველად დგება?...
                  არ ვიცი... ველი...
                  ნელა ილევა ეს ცივი დღე
                  და გაუღიმარი, უმზეო ცის ნაღრუბლი სევდა...
                                                                                              1998 წ. 1 თებერვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები