ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
10 სექტემბერი, 2018


ნუცა

ერთი, ორი, ხუთი, შვიდი,
ათამდე თვლას სწავლობს ნუცა,
„შვიდი“ - თქვა და ვარდისფერი
ტუჩები კვლავ გამობურცა.

„სამი“ ისევ დაავიწყდა,
„რვამ“ მთლად ენა მოუჩლიქა
ამ „ცხრის“ სწორად გამოთქმას ხომ
ვერაფერი მოუფიქრა.

ერთი, ორი, ექვსი ათი,
ისევ ვერ თქვა „ოთხი“ - თუმცა,
ერთ კვირაში მივა ბაღში
და ისწავლის დათვლას ნუცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები