ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2018


კაბა მეცვა ჩითის...

მწიფდა, მწიფდა კუნელი, ბროწეულის ფერი,
ვგავდი დარდით უვნებელს, მხარზე მედო ხელი,
ხელი არა მეგობრის, ანდა ახლობლისა,
მეყოფა თუ ვეყოფი, რაც ვიგრძენი - იმას?..
რბილად მესასთუმალა ღრუბლის თეთრი ფთილა,
ცხადი იყო თუ არა, დილას მითხრა დილამ.
ქარისთმება ნისლები მიწვებოდნენ ფერხთით.
ცისგან ნალაციცებმა რაც ვიფიქრე, ვერ ვთქვი...
მარჯვნივ იყო არაგვი, მარცხნივ ჩანდა ჩინთი,
ნატვრის მედგა კარავი, კაბა მეცვა ჩითის...
04.09.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები