ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 სექტემბერი, 2018


1989 წლის 9 აპრილის დღეებში ზვიად გამსახურდიას მიერ აფსუების აფხაზეთიდან განდევნის მოთხოვნა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული

1989 წლის 9 აპრილის დღეებში ზვიად გამსახურდიას მიერ აფსუების აფხაზეთიდან განდევნის მოთხოვნა,  როგორც  სისხლის სამართლის დანაშაული


1989 წლის 9 აპრილის დღეებში ზვიად გამსახურდიას მიერ აფსუების აფხაზეთიდან განდევნის მოთხოვნა,  თვითონ ეს მოთხოვნა, იყო  სისხლის სამართლის დანაშაული.

იხ. ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე, ინტერნეტ-საიტზე
https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxM

ციტატის დასაწყისი:

„აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა. აფხაზეთი იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, დასავლეთ საქართველოს სახელწოდება, და აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე, დასავლეთ ქართველი ერი, ხოლო ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეული მოდგმის ტომი და ჩვენ არც ერთი ტომის, არც ერთი ტომების ჯგუფის თვითგამორკვევის წინააღმდეგნი არა ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მით უმეტეს, თუ მას აქვს ერის გარკვეული ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ეს ტომი თუ ტომები ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოვუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი, და დამკვიდრნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას სიტყვა ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით)

შედარებისთვის, საინტერესოა, რა განაცხადა ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 14 აგვისტოს.

1992 წლის 14 აგვისტოს, როცა აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე უკვე დაწყებული იყო, იმყოფებოდა რა დევნილობაში, ზვიად გამსახურდიამ გამოსცა განცხადება, რომელშიც მის მიერ მანამდე „აფსუას ტომად“ სახელდებულებთან დაკავშირებით განაცხადა სრულიად საწინააღმდეგო, „დიდმა სტრატეგმა“  ზვიად გამსახურდიამ ისინი დაასახელა უკვე როგორც „აფხაზი ხალხი“, და მოუწოდა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“ გენოციდისგან დაეცვა მცირერიცხოვანი „აფხაზი ხალხი“, რომელსაც, მისი განცხადებით, სრული განადგურებით ემუქრებოდა შევარდნაძის ბანდები, კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ განაცხადა:

ციტატის დასაწყისი:

„საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში, შინაგან საქმეთა თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგის. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისგან დაიცვას  მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას განცხადების ტექსტი ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ აუდიო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას განცხადების აუდიოჩანაწერი, რომელსაც დიქტორი კითხულობს, ინტერნეტ-საიტზე  https://www.youtube.com/watch?v=lAsWoADjgs4  ტექსტის წამკითხველი დიქტორის სიტყვით, ტექსტი გამოქვეყნებული იყო გაზეთში „ქართული აზრი“ №28, 1992 წლის 28 აგვისტო)


ბრძენო ხალხო,

დაფიქრდით, გაიაზრეთ, ზვიად გამსახურდიამ თავის 1992 წლის 14 აგვისტოს განცხადებაში რა თქვა. „დიდმა სტრატეგმა“ ზვიად გამსახურდიამ, მიმართა რა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“, მრავლობითი რიცხვის პირველ პირში მოუწოდა მათ, ანუ სხვებთან ერთად „კავკასიის ხალხებს“: „მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.


ბრძენო ხალხო,

მიხვდი, ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზები დაუძახა სწორედ იმ აფსუებს, რომლებიც მანამდე, 1989 წელს, ადიღეელებად გამოაცხადა და მათი  აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გაგდებისკენ მოუწოდებდა.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
10.09.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები