ნაწარმოებები



ავტორი: მილენი...
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2018


გაფართოება

მხოლოდ მისი ხელები და გრძნობები იყო დროებით ჩემში. მინახავს როგორ  გროვდებიან მწერები სინათლის გარშემო, ველოდები შერწყმას და სიცოცხლეს... ალბათ ეს ხილვებიდაბადებას მახსენებს, სადღაც მოგონებები ჩურჩულებენ მიხსენებენ და მაცოცხლებენ. ფიქრისგან განცალკევდი და ნება მიეცი სიზმრებს გონება დაისაკუთრონ, რა მშვენიერია სამყარო და შენ, უჩვეულოდ თანასწორნი. სხეულმა სიმყარე დაკარგა და შიში ხორცისაგან განცალკევდა ვინ გადაარჩენს გამოფიტულ სულს, მხოლოდ მწერებს ვგრძნობ, მოთამაშეებს სინათლის შიგნით და მიკვირს მათი წყურვილის სიმშვენიერის. ვიცი რომ ისიც სურვილით სავსე იყო, ასეთი იყო ამოცნობის ერთადერთი გზა, სავსე სიტყვებითა და ანარეკლით. რა გინდა იპოვო შენს ხელებში, როცა თითებს შორის არსებულ სიცარიელეს ავსებ, თითქოს მზად ხარ უცხო მიიღო, ხშირად კი ვიღაცის დამალვას ცდილობ. შემიძლია მხოლოდ გავიფიქრო, რომ არ ვარსებობ და მაშინვე ვგრძნობ, როგორ ცდილობს ეს სამყარო ჩემს ამოვსებას, ვხედავ სხვა ადგილს და მშურს ბედნიერი ვარ იქ და მხოლოდ მაშინ. რა ან ვინ არის ვისზეც ბატონობს ჩემი გონება, უძრავი საგნების მეშინია ასე დაუსრულებლად რომ მომჩერებიან... მათი სამყარო გავინაწილე ჩემში. ვგრძნობ როგორ მეჭიმბა ყოველი ბილიკი, კანში გაკვალული. ეს მარტომ ჩავიდინე და ვერაფრით ვმალავ ღამის წყურვილით დანამულ სხეულს. რამდნი სირცხვილია ჩემს გარშემო და კიდევ რამდენს დაიტევს, დრო, რომელიც ასე დამსგავსებია ცხოვრებას ჩემსას. რამდენი სიტყვა დაეხეტება და ისევ დაძრწის წამებით შექმნილ მარადისობაში, და როცა ვამხელ ვედრებას ჩემსას, ვხედავ ქარისგან გაცოცხლებული კენჭების როკვას, ისე ხმაურობს სიტყვა ჰაერში, როგორც ძაღლები ყეფენ ღამის წყვდიადში. ზოგჯერ მგონია, რომ უკანასკნელი არავინ არის, ისე ვფართოვდებით, ისე გვწყურია, ისე მივილტვით... რამდენი გზებია ჩემში, რა არის მათთან შედარებით სიცოცხლე ან თუნდაც სიკვდილი. რამდენი, გრძნობა დამჭირდება ფიქრებთან შესახებად, ტკივილს თითებით მივაგნებ და სათითაოდ, როგორც თავის კანიდან თმის ღერს განვდევნი ჩემი სხეულიდან. დაუსრულბელი მცდელობები უცხოს გაგხდიან, ასე ცდილობდი შემს შენარჩუნებას, შეძლებ გენატრებოდეს ის ვისთვისაც ამ სამყაროს არც სახელი მიუცია და არც სხეული, შესამოსელი. ამოუცნობი გახდებიან ის დარაბები სადაც შენი ცხოვრება მიედინება სხვების თვალწინ. სასურვლია ყოველი გაელვება, მარტო არავინ არის და გულის ცემამ ერთმანეთი აიყოლია. უმადური ხარ, სანახაობა ერთმანეთის გხვდათ წილად, ზოგჯერ რითმები ისე წაიღებს ჩემს ცხოვრებას უსამართლობას ვივიწყებ ქვეყნად. იგი, შენ,  მე და სხვები გავითამაშებთ მოსაწყენ თამაშს, სანამ ღმერთები გაიღვიძებენ და ეს სიცოცხლეც ილუზიად მოგვეჩვენება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები