ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 სექტემბერი, 2018


თანამედროვე იაპონური ჰაიკუ და მდიდარი ქვეყანა იმედის გარეშე

ერთ-ერთ ინტერვიუში, თანამედროვე იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, მწერალმა და არატრადიციული იაპონური ნოველების ავტორმა, რიუ მურაკამიმ (აკუტაგავას ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, ავტორი წიგნებისა: "ბავშვები შემნახველი საკნიდან", "თითქმის გამჭვირვალე ლურჯი", "მიზოს სუპი") იაპონიის მომავალი დაახასიათა როგორც "ძალიან ბნელი".

რიუ მურაკამიმ ინტერვიუში, იაპონიის საზოგადოების მდგომარეობაზე საუბრისას, აღნიშნა რომ "პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ როდესაც ვუყურებთ იაპონიის პოლიტიკას ან სოციალურ სისტემებს, კოლექტივი, რა თქმა უნდა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უმცირესობა ან ინდივიდი. დღესაც, ძალიან იშვიათად ხდება რომ ინდივიდუალობას მნიშვნელობა ენიჭებოდეს".
შეკითხვაზე, "რატომ არ შეიძლება კოლექტივი და ინდივიდუუმი, თავისი კერძო ცხოვრებით და სურვილებით, თანაარსებობდნენ?", მურაკამიმ ასე უპასუხა: "იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ეს სცადა, გარიყეს...გარიყვა კი, ხშირად, ბრაზსა და აგრესიას წარმოშობს გარიყულებში...ეს სახიფათოა. შემოქმედებით ხალხ სეუძლია ბრაზი და აგერესია მუსიკაში ან ნაწერში გამოხატონ. ხოლო ისინი, ვისაც ეს ტალანტები არ აქვთ, შესაძლოა ძალადობისკენ და თვით ტერორიზმისკენ გადაიხარონ...".

გთავაზობთ მეოცე საუკუნის იაპონელი ავტორების რამდენიმე ჰაიკუს თარგმანს, რომლებშიც, ჩემი აზრით, აზიურად რბილად და ნაზად, მაგრამ მაინც გამოსჭვივის ის თემები, რომელზეც რიუ მურაკამი ასეთი კატეგორიულობით საუბრობს. 


1) უსახელო მთამ,
მარტის ერთ დღეს,
უცბად, მეც გამიღიმა.
One day
a nameless spring mountain
began to smile
ნობუკო კაცუურა (1914-2004),
ჰაიკუს ჟანრის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, დაკოცუს პრემიის ლაურეატი (1992)

2) ყვითელი ფერის,
გატყდა ფანქარი,
ქერის ყანის ხატვისას.
Breaking my yellow crayon/
to draw
the barley harvest field
კეი ჰაიაში (1953- )

3) ცა. სიჩუმის ხმა,
ველური ბატების ყვირილებს შორის.
wild geese –
between their cries, a slice
of silence.
ნობუკო კაცუურა (1914-2004)

4) შობის ღამეა -
სევდა ცოლად ყოფნისა,
როდის ვიგრძენი ეს პირველად?
Christmas –
this sadness of being a wife,
when did I first feel it?
ნობუკო კაცუურა (1914-2004)

5) დიდი ლურჯი ცა!
ნუთუ კამეჩებმა შესანსლეს
თეთრი ღრუბლები?
A big blue sky!
have the buffaloes eaten
all of the clouds?
მიკიჰიკო იტამი (1920-)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს