ნაწარმოებები



ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: საბავშვო
12 სექტემბერი, 2018


ციყვი და ყვავი

ციყვი ხის ტოტზე ხალისობს
მოუფრინდა ყვავი,
კუპრი,შავი,ცრუ,ორპირი,
ანჩხლი,დიდი ავი,
ხაფანგს უგებს ციყვს და სჯერა,
იზეიმებს ამით,
ყრანტალებს და გულუბრყვილო
ციყვს თამაშის ბადით
იჭერს ყალბი "მეგობრობით" 
იზიდავს და მღერის.
"გადი ამ ხის ერთ ტოტს იქით,
მოჭერი,მე გელი
ხის ძირს ბოლოს ჩავფრინდები,
ტყის ბინადრებს ვეტყვი,
რა გამრჯე და მშრომელი ხარ
აიტაცებს ყველა".
ციყვი ხის ტოტს ნელა სჭრის და 
ყვავის სიტყვის სჯერა,
ჩამოფინდა ხის ძირ ალაგს
სიცილით ვერ ძღება,
მოფრინდა და თავს წაადგა
ერთი დიდი ძერა,
მერე ვირთხა,მგელი,დათვი,
აფთარი და მელა,
უყურებენ,ხალისობენ,
ციყვს კი ყვავის სჯერა
ხორხოცი რომ გადაფაროს
"ხერხი" მღერას ჰყვება,
ხის ტოტი რომ სულ მოიჭრა
და საყრდენი გაქრა,
ციყვი ჰაერს გამოკიდულ
ის სულ მარტო დარჩა,
მარტო? არა,
ტოტიანად დაიტანა ყველა,
ყვავი ნელა გამოფრინდა, 
-გავიმარჯვე,ვერა?! 


   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები