ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2018


ჰ ა ი კ უ პრიმა

იწვის, ჭირს სუნთქვა,
მიწა ირხევა უცნაურად.
კვალი წითლად ჩანს.

დასხდა  ფოთლები,
ქრის.  წვიმს.  ტანს გლოვით წინწკლავს.
ხეც ტირის ვაშლის.

იყო  ვარდთფეთქვა,
ჯვართმთხვევა მყარიც, ჩქარიც,
ღვთის დასადარიც.

დიახ, შეიგრძენ,
ხმება ხე უდაბნოში,
სად არის ცრემლი?

ცრემლები  მიწყდა,
წკრიალებს მაჭარი, ჭირს.
ხალხმრავლობაა.

ცხელი ქვიშები, გმინავს,
სადღაც მდინარე მიდის
უკუნიც მიქრა.

თარეშობს ქარი,
არც სუნთქვა, არც ხმა
საკმეველს უკმევს..

ჭრიალით კარი,
ფოთოლცვენა და ქარი,
ძაღლიც კი, არსად .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები