ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ენ გეითს
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2018


დომინოს პრინციპი

მეუბნებიან, წერეო პეპლებზე,
რა მიხარია?
მეჩვენება, რომ ვმათხოვრობ თეთრებზე,
არ მიხარია!

შევყურებ ზეცას, ვხედავ სამყოფელს, რომელსაც ჩემი, დიდი აქვს ვალი,
ზევით დაგეგმეს, რომ შენი წასვლა, ყოფილა თურმე, გარდაუვალი.

მეუბნებიან, ნუ წერო სიკვდილზე,
რა მეცოცხლება?
დროსთან ერთად რომ, შენზე ფიქრები,
მოგონებების, გახვეტეს ცოცხებმა?

შენ რომ წახვედი, დავბრუნდი სახლში, კაბის საკიდზე დავკიდე სული...
შენი ღიმილის გარეშე ცხოვრება, ჩემთვის ნამდვილად ყოფილა რთული.

რჩევას მაძლევენ, დაივიწყეო,
ეგ როგორ შევძლო?
მაიმედებენ, ღმერთთან არისო,
მეც რომ შეგეხო?

ისე დავყვები, მე შენს ნაკვალევს, როგორც კატები, ძაფების გორგალს..
ნუთუ არასდროს, სევდის და დარდის ჩემს გულში, თოვლი, დაიწყებს დნობას?

და მე, როგორც ძველი კასეტის ფირი,
გაუმართავად,  უაზროდ ვყვირი:

მეზიზღება, გათენება,
მეზიზღება, ტკივილი,
მეზიზღება, ქუჩა ღამით...
ცრუ მოლოდინით აღსავსე.
მეზიზღება, ტყული იმედისმომცემი პალატები,
მეზიზღებიან ექიმები,
განსაკუთრებით ონკოლოგები და მათი უიმედო მზერა,
მეზიზღება, აგვისტო,
მეზიზღება, 6 რიცხვი,
მეზიზღება, ღამის სამის ნახევარი...

მეზიზღება, შენზე წარსულში ფიქრი...

და მერე,
მეუბნებიან, წერეო პეპლებზე,
არ მიხარია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები