ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2018


***

მერე ფოთლები რომ გაფითრდება,
მერე ქარები რომ იცეკვებენ,
მერე წვიმები რომ ატირდება,
ცაში ფიფქები რომ იცეტებენ
სულ მთლად გაშიშვლებულ შემოდგომას
მხრებზე შემოვასხამ ჩემს ოცნებებს...
ზამთარს რას გაუგებ?-სიგიჟეა,
თეთრად შეფუთული შეშლილობა
და მეც ვნებააშლილს მიმიცია
ნება სულისათვის, რომ პირობა
მხოლოდ დაარღვიოს სურვილისთვის,
თუნდაც წუთს ითვლიდეს ბედისწერა...
ახლა სამყაროა ალეწილი,
თითქოს ქალწულს მოჰგავს ფოთოლცვენა,
ისე არეულა აღმა-დაღმა
ყველა ღიმილი და ფიქრი ყველა,
როგორც ფრენა მოსულ მერცხლის გუნდის,
როგორც გაზაფხულზე იის სუნთქვა...
და მზეს ეწებება საიდუმლო,
გრძნობებს უნდათ ცასთან დაიცალონ,
უნდათ დედამიწა დაიუფლონ
და ზედ სეტყვასავით დაიშალონ,
რომ ვერ დაივიწყოს მერე მიწამ
გულზე მიტმასნილი ვნების გემო...
რომ მთლად გადაევლოს ცივ გონებას
თუნდაც ბიწიერი სურვილები,
ოღონდ სითბო იგრძნოს გახელებამ,
სულმა სულ ახალი წყურვილები
და რომ შეერევათ ის სიფითრე
ფოთლებს, ანდაც ქარებს შიზოფრენა,
ვეღარ მოვიგონო ის სიდინჯე,
ვიწყო უსასრულოდ ღია ფრენა...
და კვლავ აცეტებულ შემოდგომას
მხრებზე შემოვასხა ოცნებები,
ვანდო ზამთარს ჩემი სიგიჟეც და
იმ შეშლილ სითეთრეს მზის ვნებებიც!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები