ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2018


ბესე

(გეძებ, მაგრამ ვერსად გპოულობ, რომ გითხრა, როგორ მიყვარხარ! ვეძებ შენს თვალებს , ჩემი თვალებში არეკლილ შენ თვალებს,რომ კვლავ დამარწმუნოს როგორ  გიყვარვარ..

გეძებ და ვხვდები, ისევ მიყვარხარ, გეძებ და ვხედავ, ისევ გიყვარვარ,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, თვალის  უკანასკნელ  გახელამდე...
ვერგახელამდეც...)

    უბანში ყველა ტრასის მელას ეძახდა. ამბობდნენ, მამამისი ადრე  „გაიშნიკი“    იყოო.  სახელიც მამისგან შეერქვა, თუმცა, სულაც არ წყინდა. ჩემგან  არ წყინდა. 

ბესო ნიკოლაძე, ჩემებურად ბესე,  ჩემი ძმა და მეგობარი იყო.  რაღაც ჯიგრულად ვიყავით ერთმანეთთან.

ისე ცოტა „შავი ‘“ კი იყო.  უბანში თუ რამე გატყდებოდა, ბესეს ბრალდებოდა. ერთხელ „სროკზეც“ იყო,  ორი წლით დაიკარგა და
როცა გამოვიდა,  მე  მაშინ გავიგე , რომ თურმე „აგარაკზე“ ყოფილა.
  - ბესე ბესე,  ჩემი ბარტყი ვინაა? _ რომ ვკითხავდი,  იუარებდა
  - აბა,  აბა,  ბარტყები ბუდეში ვიცი მე, დედასთანო.
    უნივერსიტეტი  დაამთავრა, კბილის ტექნოლოგიური, მაგრამ კბილის რა გაეგებოდა არ ვიცი . მე მგონი  მამამისის, უფროსი ტრასის მელის დაჟინებით  ქონდა დამთავრებული.

გოგონებს ცოტა კიდევაც ეშინოდათ მისი. 
მე რისი მეშინოდა, ჩემი ბესე იყო და  პირიქით "ვაშინებდით" სხვებს.  უბანში პატივისცემა და ზრდილობა ჩემთან არავის ეშლებოდა.
თუ ვკითხავდი, ცოლი რატომ არ მოგყავს მეთქი,მეტყოდა,  გამირიგე მერე კაი გოგოო და თვალს ჩამიკრავდა.

                  -
გათხოვების მერე ვეღარსად  ვნახულობდი. მე ბათუმში ვიყავი, ის ხან სად და ხან სად.  ოთხი წლის წინ  ისევ შევხვდი,ორი დღით ვიყავი ქუთაისში ჩასული.
_მარუს, როგორ ხარო,  ყველაფერი გამომკითხა...მეც,  როგორც მჩვეოდა,  მოვუყევი  ჩემი სიგიჟეების შესახებ და ისიც ვუთხარი, ერთი ადამიანი მავიწროებს მეთქი.  გაგიჟდა  ტელეფონის ნომერი დამიტოვე და მე ვიცოდე და იმანო.
მე, რა თქმა  უნდა, უარი ვუთხარი, თვითონ მოვაგვარებ მეთქი....
უცებ მისი კვალი დაიკარგა....სამი დღის  მერე ფეისბუქზე მომწერა:

  - მარი,მე ახლა რაჭაში ვარ,  ბიზნესი წამოვიწყე და ყურძნის შესყიდვაზე ვმუშაობ . კაი "ხვანჭკარა" უნდა დავაყენო. ჩვენ რომ გაგვეხარდება ისეთიო.  და იცოდე,    „ ის“  შენ  მეტად აღარ შეგაწუხებსო.
მეორე დღეს გავიგე,  ოფისი გატყდა . რა ბიზნესი, რისი ბიზნესი....
დამემუქრა, ჩამოვალ და მე შენ გასწავლი ჭკუას,  სულ კომპთან რომ ზიხარო...

   
დედასთან დაკავშირებით საუბარს ვერ იტანდა. დედა საზღვარგარეთ  ყავდა და ძალიან განიცდიდა.
წასვლაც უნდოდა...

მე მუდმივად ვგრძნობდი,  რომ ბესე  ჩემს სიახლოვეს იყო და  მისი უხილავი ძაფები ძალას მაძლევდა.

ამ რამდენიმე თვის წინ კი ბათუმში მომაკითხა .  სკოლასთან დამხვდა, ძვირფასი სუნამო მაჩუქა.
-  არ დაიწუნო,არ ვიცოდი რომელი გიყვარსო, მომიბოდიშა.
თურქეთში მიდიოდა.
ჩამეხუტა,მაკოცა და  წავიდა და წავიდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები