ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2018


ქალური სირთულე

მერამდენედ მემართება ასე:_
გიყურებ და
უცნაური განცდა...
ზოგჯერ თითქოს ფინჯანივით
მავსებ,
ხან კი ვფიქრობ,
წაუღიხარ წყალსაც.
შემოდგომის ფოთოლივით
ვწყდები,
მეკარგება ერთადერთი
რწმენა.
წამით , თუმცა მაინც
მავიწყდები
და ჩვენ შორის ყველაფერი
წყდება.
კოსმოსიდან კვლავ ვიძახებ
მუზებს,
შენ  გონებაარეული
ჩანხარ,
ჩემს უაზრო შემოტევას
უძლებ,
და იცი,რომ გავიქცევი
არსად.

         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნატალიიი ვულოცავთ დაბადების დღეს