ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2018


სიყვარულის ეპიტაფია

შემოდგომამდე სულ ცოტაღა დარჩათ ჩვენს გრძნობებს,
ფოთლებად მცვივა ის სიტყვები, რაც არ მითხარი...
ისე აღდგება გაცრეცილი მოგონებები,
როგორც ვაშლის ხედ გარდიქცევა ხმელი ფიცარი.

ჩამოიშლება მოთმინების ყველა ფურცელი,
შენს უცხო თვალებს, ჩემი ჩრდილნი ძებნით დაღლიან...
მე მიგატოვებ, როგორც თავად მტოვებდნენ სხვები
და გაპატიებ, რომ მიყვარდი ასე ძალიან!

მე შეიძლება დავივიწყო, როგორ ჭკნებოდნენ
თაიგულები, შენ რომ სულ არ მოგიტანია...
მაგრამ გახსოვდეს, რომ დარჩება სამხილად - ლექსი,
როგორც ცალმხრივი სიყვარულის ეპიტაფია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები