ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიობაღა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2018


ნეტავ

ნეტავ სადმე ვიყოთ ახლა
სადმე უკაცრიელ ტყეში
შეშას ვაგროვებდეთ გზადაგზა
ნელა ვალაგებდეთ ცეცხლში,

ქარი გაჰკიოდეს ხმამაღლა
კვამლი გვერეოდეს თმებში
ისე შეგიყვარო ამაღამ
ცამდე აგაფრინო ხელში

ნეტავ გიზიდავდე თანდათან
გული ერთი ძგერდეს ჩვენში'
ისე მიყურებდე თამამად
წამი მერეოდეს წლებში

ნეტავ ქოხი გვქონდეს პატარა
ხელით ნაშენები მთებში
ბევრი არ ვინატროთ ბარაქა
მხოლოდ მაგიდა და თეფში






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები