ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 სექტემბერი, 2018


მონატრებას აყოლილი

დღეს დამესიზმრე...
იცი? ადრე როცა შენ სუნ აყოლილი ვდგებოდი,სიზმრები ან საერთოდ არ მამახსოვრდებოდა ან იქაც ერთად ვიყავით და ხელიხელ ჩაკიდებულები სიზმრიდან სიზმარში დავრბოდით. ახლა, რაც უკვე დაავიწყდა ჩვენს საწოლს შენი სუნი და ჩემს ყელს შენი სუნთქვის სიმხურვალე, ერთ პოზაში დაბუჟებამდე წოლასაც ვეღარ ვუძლებ და შენი დასიზმრებისაც უკვე მეშინია. დღეს დამესიზმრე და დიდიხნის შემდეგ ეს პირველი კოშმარია, რომელმაც შეშინებული ბავშვივით წამომაგდო ლოგინიდან. ოთახს ვათვალიერებდი და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, შენ რატომ იწვდიდი ხელს სხვისკენ, ან მე რატო მციოდა ზურგის მხრიდან,როცა ლოგინზე წამომჯდარს, ყოველთვის ზურგზე შენი ხელის სითბო მომყვებოდა. მახსოვს,როცა ყველაზე მეტად გაგვიჭირდა, შენ ემბრიონის პოზაში მწოლიარეს როგორ ჩაგეძინა, როგორ შფოთავდი და როგორ გედო თავი ჩემ ხელზე, რომელსაც შენი ყველა ამოკვნესა, თითებიდან გულამდე მოქონდა. ეხლა კი მე მჭირდებოდა შენი ხელი, რომელსაც თავს დავადებდი და  ვიტყოდი ეს მხოლოდ სიზმარი იყოთქო, მაგრამ დიდიხანია შენი სუნი აღარ ასდის აღარც ლოგინს და მხრებზეც დილის სუსხი შემომეჩვია. ლოგინის თავზე მიყრდნობილი თვალებს მაგრად ვხუჭავ რომ დავარწმუნო თავი ეს მხოლოდ სიზმარი იყოთქო, მაგრამ ამ სუდარასავით დამძიმებულ საბანს რა ვუყო, რომელიც მახსენებს რომ მართლა მარტო ვარ. იქნებ ესეც წუხანდელი სიზმრის გაგრძელებაა? იქნებ ეხლა ვბორგავ შენს გვერდით და სადაცაა მკერდზე ფრთხილი შეხებით დაიწყებ ჩემ გამოფხიზლებას?თუ ასეა გთხოვ ეხლავე გამაღვიძე და გულიანად გაიცინე ამ სიზმარს რომ მოგიყვები, თორემ დავიჯერებ რომ დიდიხანია უკვე უშენობას ვიკეცავ მხრებქვეშ საბნის მაგივრად, შენ კი შეგიძლია ამ დროს, თუნდაც ჩემს სიზმარში, ხელი სხვას გაუწოდო ჩემ თვალწინ და ისე შემომხედო თითქოს ცოტახნის წინ ერთმანეთით არ ვაგროვებდით ბედნიერ წამებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები