ნაწარმოებები



ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2018


ვწევარ ღრუბლები ბალიშებად თავზე მაყრია

უსურნელოა ეს უბრალო დიფენბახია.
სურნელიანი ეგ ყელია,კანზე გადნები.
და მაგ თვალებში ტკივილებიც უხვად მარხია,
ვფიქრობ უაზროდ,გონებაში აღარ მთავრდები.

ვარდისფერია ეგ ტუჩები როგორც ეხმეა,
ვდგავარ მიწაზე,მგონია რომ გადავვარდები,
ვუცქერ ნახატებს,ჩარჩოებში ყველა ფეხზეა,
ჩემს ოთახში კი ჩამოხსნილი ყრია ფარდები.

ვწევარ,ღრუბლები ბალიშებად თავზე მაყრია,
აქ გვირილები უფრო ჭარბობს ვიდრე ვარდები.
ვხვდები ამ გულში ნახევარი აღარ მაკლია,
ამომიკაწრავს ღიმილები ეკალ-ბარდებით.

გინდოდა,ვიცი ტყეში__სახლი,
თუმცა ტყე-ღრეა.
პასიფლორაა,უსათუოდ შემიყვარდები,
სუროებივით ეგ ხელები ვეღარ მეხვევა,
თუ კი მომაგნებ დრაცენებთან, გამიხარდები...

ჰო ჩემ სხეულში საკუთარი სული მარხია,
უსურნელოა ეს უბრალო დიფენბახებიც,
ამ ცხოვრებაზე ხელს ავიღებ,ჩემზე ახია...
მივდივარ სადაც სხეულითაც დავიმარხები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები