ნაწარმოებები



ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2018


დაუბადებელ ჩვილთა ლოცვა

აისისფერი
მიყვარს ზეცა მე
გთხოვ,
დადგომამდე
ვიდრე დაისის
შინ წამიყვანე,
გადამიყვანე
სად ქერუბიმთა
გალობა ისმის,
სადაც სახლობენ
ანგელოზები,
განისვენებენ
სადაც სულები.
ვიწრო კარიდან
შემომიშვი და...

უხმოდ, კუთხეში,
ავიწურები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები