ნაწარმოებები



ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2018


თუკი შენც გღვიძავს ......

გიყვარდეს მტერი ,
შენივე თავში
გიყვარდეს მტერში
შენივე თავი.

დღეს შენ,
ჩემივე ნაჩვენებ
ჭრილობაზე დამადგი ფეხი,
ამისთვის წლების მერე
ალბათ
მადლობად გეტყვი,
მაგრამ ჯერ მტკივა ,
ჯერ კიდევ ვტირი.

ვიცი იგივე
სასმისიდან შევსი
სიცოცხლის წყალი,
ახლა კი - შხამი .

გაორება აქვს სამყაროს მეთქი,
მუდამ ვამბობდი და
ვიტყვი ახლაც,
ამიტომ ცდილობს ალბათ სულ მუდამ
გაათანაბროს ორი ნაწილი
სამყაროს კიდის.

რაც მეტად იბრძვი,
მით მეტად გტკენენ,
ვერ გპატიობენ სიცოცხლეს მკვდრები,
გთხოვ გაუძელი,
რაც მეტად გტკენენ,
მით მეტად ქრება
ტკივილის შიში.

ჩვენს შორის არის მკვდარი სიჩუმე,
ზღვარი გაზარდე "მე" და "შენ" - ს შორის ,
ილუზიური არის საზღვრები ,
თუ ხედავ მიჯნებს ,
ვერაფერს შეცვლი.

თუ გიკვირს რამე
ქმედება კიდევ
ადამიანის-
აკეთე ისიც,
თუ განსჯი ვინმეს,
რაიმეს გამო,
გახდი შენც ისე,
როგორც ის არის.
თუ შენ ვერ იგებ,
ანდაც ვერ უგებ,
არ გიცხოვრია შენ
მასზე მეტი,
წადი იცხოვრე
მეტი იცხოვრე ,
გაკვირვებაა მხოლოდ სიბრიყვე,
გამოუცდელი უმანკო სულის -
შიში სიმართლის.

სამყაროს მართავს ერთი კანონი,
გადაჯაჭვული მარადისობის.
თუ დანებდები
ნებდება შენთან
ერთად ათასი.
თუ გადახტები სასოწარკვეთით,
თან ჩაიყოლებ
ალბათ ათასი ბავშვის
უმანკო
სულის სიწმინდეს.
და ქვესკნელშიც კი ,
შენ გაიგონებ -
განწირულ ყვირილს
"ვისი ბრალია"
" ვინ გაგვწირა"
"დაწყევლილია სამყარო მეთქი"
"ან რატომ გავჩნდი"
"მძულსო სიცოცხლეც, მისი გამჩენიც"
"ყველა მკვდარია".

თუ არ გაწყვიტე,
კარმის ბორბალი,
მაშ ზურგით ზიდე
ცოცხლების -
აწ გარდაცვლილი
მკვდარი სულები,
თუ დამნაშავე უნდა ეძიო,
ეძიე შენში,
თუ კი აქ ვინმე
პასუხს აგებს ,
აიღე შენი წილი ბრალდება.
თუ ერთმა მაინც,
ვერ შეძლო წყვეტა,
უწყვეტი ჯაჭვის,
მაშინ ჰა
მითხარი - ვინღა?
ვინ შეძლებს თუ კი
ნელ-ნელა
ტვირთი
უფრო მძიმდება,
და მომსვლელს უფრო
გაუჭირდება
ათრიოს ზურგით
ცოცხალი- მკვდრები.

ხოლო თუ იბრძვი,
თუ წინ მიდიხარ,
მოგყვება უკან,
შიშის კანკალით ,
ახალგაზრდების ნაკადი დიდი,
არდაბადებულ ბავშვების სიცილს ,
მუდამ გაიგებ,
თუკი ცხოვრობ და
მადლობას უხდი,
ყოველ განთიათს
შემოქმედს მისთვის,
რომ შეგიძლია
რომ ჯერ ძალა გაქვს
და სანამ გყოფნის,
სიცოცხლის ტვირთი,
შენ ისე ზიდო,
როგორც წარსულში
ვიღაც სხვამ ზიდა,
რომ არა ვიღაც
ვიღაც კაც-ღმერთი
არ ვიქნებოდით ახლა
არც ერთი,
ასეთი სული,
ვისაც ჯერ კიდევ
ჯერ კიდევ სწამს და
ჯერ კიდევ უნდა -
უყვარდეს მტერი ,
მისივე თავში
უყვარდეს მტერში,
მისივე თავი.

და თუ შენც ფხიზლობ,
და თუ შენც გღვიძავს,
შენც ჩემთან ერთად,
ფრთხილად თქვი -
ამინ!
რომ ჩვენს შემდგომად,
მოძმესა ჩვენსა
გაუადვილდეთ
გაუადვილდეთ......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები