ნაწარმოებები



ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2018


ღმერთი გავხდები

– ბაბუ რომ გაიზრდები ვინ გინდა გამოხვიდე?!
– მე?! მე ღმერთი გამოვალ ბაბუ.
– ღმერთი?!
– ხო ბაბუ ღმერთი მინდა გამოვიდე, მაგრამ არ ვიცი როგორ..
– რატომ გინდა მაინცდამაინც ღმერთი გამოხვიდე? ეგ რამ მოგაფიქრა?!
– ეკლესიაში ის წვერებიანი კაცი ამბობდა ღმერთი ყველაზე კარგიაო, ყველაზე კეთილიო, ღმერთმა ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლიაო. იცი მზე ღმერთს გაუკეთებია?! ისე ბაბუ ღმერთი მზეს, რომ აკეთებდა ხელები რატომ არ დაეწვა? ის ხომ ძალიან ცხელია?!
– ცხელია ბაბუ მზე, მაგრამ უვნებლად, რომ არ შეექმნა მზე მაშინ ღმერთი კი არ იქნებოდა.
– იცი თურმე ღმერთს ყველა უყვარს, ყველას ხედავს და ყველაფერი ესმის, ნინო დეიდამ თქვა ,,ამ ხნის ქალი ვარ და არ არსებობს ღმერთს რამე ვთხოვო და არ ამისრულოსო”, მეც მინდა ყველას სურვილებს ვუსრულებდე. იმ ეკლესიაში ისე უყვართ ღმერთი ყველა გულით დაატარებს მის სურათს. ძნელია ღმერთი რომ გამოვიდე ბაბუ?!
– შენთვის არა ბაბუ სულაც არა, შენ ხომ ბავშვი ხარ და ყველა ბავშვი ღმერთია. მთავარია ასაკის მატებასთან ერთად ეგ ზეციური სული მიწიერი არ გახდეს და შენ ღმერთი გახდები ნამდვილი ღმერთი ბაბუ..
– კი აუცილებლად გავხდები ღმერთი, გპირდები ბაბუ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები