ნაწარმოებები



ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2018


***

მე მეტს, ძვირფასო აღარ დავიცდი,
ვერ გივიწყებ თუმც თავს არ გახსენებ,
მოგონებები სკივრში თავისთვის,
უშენ-უჩემოდ ყრია, გახსენი_

ერთხელ შეეხე და მოეფერე,
ეჰ, ამ სკივრს მტვერი უფრო ამძიმებს,
სიცარიელე გამომებერა,
ვეღარ ვკვეც სხვებთან გაზრდილ მანძილებს.

შენ კი ერთ ლამაზ დღეს რომ დაბრუნდე,
ხელით ჩაყვინთო სკივრის ძირამდე,
ვშიშობ, ამ ლექსში ჩემი ნაბოდი,
კვლავ არ გაგრძელდეს, როგორც სიმართლე…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები