ნაწარმოებები



ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 სექტემბერი, 2018


ძაღლური

მითხარი, როგორ უნდა გვიყვარდნენ,
ვინც საკუთარი ნატანჯი თავები ვერ შეიყვარეს,
ვინც საკუთარი ჭრილობები ძაღლივით გალოკა
და როგორც კი ეყო ძალა-
ფეხზე დგომისთვის,
ისევ იმ პატრონს გაეკიდა, ვინც მიატოვა..

მე ახლა ბევრად უფრო მეტი ვარ,
ვიდრე საკუთარი დაღლილი თავი..
მე ახლა შენი დაღლაც ვარ და შენი ნერვებიც..
ვლოცულობ ორჯერ შვიდგზის
ანუ თოთხმეტჯერ
და ასაკითაც იმდენის ვარ რამდენიც ერთად..
ანუ ბალზაკის ასაკსაც გავცდი
და ჭაღარებიც დროულია,
აღარ ვიდარდო..

ვერ გეყვარები,
სანამ შენს წინ ასეთი ვდგავარ.
სანამ ჩემი მხოლოდ ის მაქვს,
როგორც მიყვარხარ..

თავს დავაჯერებ,
შემიძლია, რომ როცა წახვალ
მე ვიდგე კართან–
გაგაცილო ღიმილით
და გულიც არ დამწყდეს..

ვერ გეყვარები,
სანამ ასე, მართლა მიყვარხარ..
არ მოსცილდება ჩემს სახეს მისი ლანდი, ვინც მიგატოვა
და ერთ დღესაც,
როცა გაგიშვებ,
და წლების მერე,
როცა შევხვდებით,
იქნებ ვერც მიცნო..

შენ ხომ არასდროს დაგინახავს ჩემი ნამდვილი–
ძაღლური სახე,
როცა საკუთარ ჭრილობებს ვილოკავდი,
რომ არ გენახა რა საცოდავია ადამიანი,
როცა წასვლაც არ შეუძლია
და დასარჩენად ადგილიც არ აქვს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები