ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2018


N26 (1)

                                            ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს, ის ცა,
                                          სულ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით.

                                                                                  ლაშა გახარია

                                                          მთელი ჩემი ცხოვრებაა სახლში დაბრუნებაა
   
                                                                                                              ხარანაული




მობილურის ზარმა გამაღვიძა.
ასეთ დროს ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ რეკავს,თუ კი მას კარგად სძინავს.თვალი რომ გავახილე დილა იყო.ძილს გადაჩვეული ვარ,უფრო სწორედ კარგად ვერ მძინავს.რა ხერხს არ მივმართე,დანამდვილებით ვიცი რომ დათვლა და ძილის წინა ლოცვები ამ ამბავს არ შველის.სამედიცინო პრეპარატები კი ორგანიზმს მასზე დამოკიდებულს ხდის.ძილი სულ მიჭირდა,ფიქრებს მივეცემოდი.არიან ადამიანები,რომლებიც თვალის დახუჭვას ვერ ასწრებენ, ღრმა ბურანში არიან.
მობილურმა მეორეჯერ დარეკა. იძულებული გავხდი ჩემი მარცხენა ხელი იმ მიმართულებით გამეშალა,სადაც ტელეფონი იდო.ეს პროცესი იმდენჯერ გამიკეთებია დილით, მიჩვეული ვარ და ზუსტად იქ ვადებ ხელს.ერთადერთი ადამიანი ვინც ასეთ დროს მირეკავს დედაჩემია.
-გისმენ დედა.
-როგორ ხარ?
ხმაზეც მეტყობოდა როგორ ვიყავი,ამიტომ ამ კითხვაზე არ მიპასუხია.
-ხომ გახსოვს,წინათ აპლიკაციის შესავსებად რომ იყავი წასული ბინის თაობაზე და უარი გითხრეს,ახლა ისევ დაუწყიათ შევსება.
-მერე მე რა ვქნა?
-მიდი შენც და როგორაც დაგაბარე ისე უთხარი.
-კარგი ამ დღეებში მივალ.
-ადექი აწი,მთლად არ გაყვე ძილს.
ეს იყო და ჩვენი საუბარიც შეწყდა.ამ დიალოგის შემდეგ ძილის გაგრძელების პერსპექტივა გაქრა ჩემში.
მობილური სკამზე მიდევს,მაგრამ ისეთ პატარა ოთახში ვცხოვრობ,საწოლიდან მაგიდასაც კი მიწვდება კაცი.ორი რკინის საწოლი მიდგას,ძველებური.მასეთებს წლების წინ იყენებდნენ პალატებში.ორიდან ერთი ჩამტვრეულია,შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ,რომ სწორედ მაშინ ჩატყდა,როცა მეძინა,მაგრამ ეს მტკივნეული უფრო იყო ჩემთვის,ვიდრე სასაცილო.ოთახის კედლები ცისფერია,კედელთან პატარა მაგიდას დგას,თავისი სკამებით.გარდერობი და რაღაც მსგავსი არ მაქვს. ხელით დამზადებული საკიდია,სადაც ჩემს შარვალსა და პერანგებს ვათავსებ.მაგიდაზე რამდენიმე წიგნი მიდევს,რაღაც ხომ უნდა იდოს,ამიტომაც წიგნი ავირჩიე.თან ისეთი რომ წაკითხული მაქვს,სტუმარმა რომ მკითხოს და არ შევრცხვე.ზემოთ კი საინტერესო და ლამაზი სურათი კიდია "ვეფხისტყაოსნიდან",ტარიელი რომ წყლის პირას ზის დაღონებული აი ის.ძილის წინ მაგას რომ შეხედავ,რთულია მარტივად დაგეძინოს.
გვერდით პატარა ოთახია,სამზარეულო.კედელზე ორი ხატი კიდია,ერთი ქრისტიანული,მეორე წარმართული.თან გვერდიგვერდ.აივანი უფრო დიდია ვიდრე ოთახი, ზარმაცი ადამინი ვარ.ამბობენ ნიჭიერები ზარმაცები არიანო,მეც ამით ვიმშვიდებ ხოლმე თავს.ზოგჯერ არ ამართლებს.აივანი ტყუილად არ მიხსენებია,ნაგავს მანდ ვინახავ,დიახ.ვინახავ.ერთმა ამერიკელმა მწერალმა ტქვა,"როცა რამეს დაცლი,ცარიელიც უნდა გიყვარდესო". ბოლოს მაინც დგება ის დღეს,როცა თოვლის ბაბუასავით დახუნძლული გავდივარ პარკებით ხელში.ხშირს შემთხვევაში ბოთლები გამაქვს,ხან ლუდის,ხან არყის,ხან გაფუჭებული საჭმელი
რადგანაც დედაჩემის ზარმა გამაღვიძა,ავდექი.თავი მოვიწესრიგე.ფარდა გადავწიე.არც ისეთი კარგი ხედი მაქვს,თუ არ ჩავთვლით მდინარეს,რომელის სავსე მთავრის პერიოდში თვალისმომჭრელია.წინ გარაჟია,ტრაილერების სადგომი.გზა ახლახანს დააგეს,მანქანების მოძრაობამ ხმაური გამოიწვია.ეს ჩემს მეზობლებს არც ადარდებთ,საკუთარ ბინებში ცხოვრობენ,მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები კი ხმაურს არ ატარებს.მე ქირით ვცხოვრობ.რთულია ამ თანხით ბინა იქირაო სხვა ადგილას,თან ისეთი რომ რამეზე არ იწუწუნო.
მეოთხე წელი გავიდა რაც აქ ვარ.მეც რაღაცეებს ვაკვირდები.ერთი დაკვირვებით კი იმას მივხვდი,თუ როგორ იზრდება კაკლის ხე.პირველ წლებში, ჩემს აივნამდე არ იყო ამოსული.ახლა კი გადააცილა და ზემოდან დამყურებს.კარგი მეზობლები მყავს.შევეცდები მათზე დაწვრილებით მოგახსენოთ.თვითონ ეს ხე,რომელიც წეღან ავღნიშნე,პირველ სართულზე მცხოვრებ ოჯახს ეკუთვნის.შეიძლება ვივარაუდოთ,რომ დიდი ხანია აქ ცხოვრობენ.ქათმები ყავთ,ორი ძაღლი.ერთ საღამოსაც ქალის ხმა მომესმა,"წია.წია.წია"- თუ როგორ ეძახდა წიწილებს,გეგონებოდა ომიდან დაბრუნებულ შვილებს ითვლისო.ასეა,რასაც ზრდი,ის გიყვარს კიდეც.
მეც მის ფაცი-ფუსში გავერთე.საქმე რომ არ მქონდა აივნიდან 45 წიწილა დავითვალე.ამასობაში მისი ქმარი გამოვარდა,-რას აკეთებ?-დაუღრიალა.ქალი შეკრთა.-ჯერ რაღა დროის დაინავებაა,იყვნენ ცოტახანს,რავა,მგელი მოეპარება ამათ თუ მელია? ისეთი ოჯახური გარემო შექმენს,ვიფიქრე ზედმეტი ვიყავი მათ საუბარში,იფიქრებდნენ გვისმენსო,ამიტომ ოტახში შემოვედი.ბინის კანონი ალბათ იცით,მეზობელი მხოლოდ ის არის ვინც შენს გევრდით ცხოვრობს,თუმცა მე სულაც არ ვემხრობი ამ აზრს.პირველ სართუზლე კი მხოლოდ ამ ოჯახმა მიიპყრო ჩემი ყურადღება,ალბათ მათი უბრალო ცხოვრების გამო...გვერდით ორი მეზობელი მყავს.ამ წლების მანძილზე არცერთ არ შემოუთავაზებია ცხელი კერძი,ამას იმიტომ ვამბობ რომ ქუთაისი ყურადღებიანი ქალაქია,უფრო კი იმიტომ რომ მარტო მცხოვრებ ადამიანს ამის პრობლემა ყოველთვის აქვს.ისე ბევრ რამეში დამიდგნენ გვერდით.როცა ფული მჭირდებოდა მასესხებდნენ,მეც იმ დღეს ვაბრუნებდი როცა ვეუბნებოდი.ერთი ისტორია მახსენდება,როცა, იმ დაალოებით 50 წლის ქალმა ჩემდამი გულისხმირება გამოიჩინა.ადამიანებს სიკეთე არ უნდა დავუკარგოთ.თუ ვერ შევძელით გადახდა,მეც მისი მონდომება,რომ დამხმარებოდა არ დამავიწყდება:ერთ დღეს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე ქალაქში,ერთ-ერთ ქუჩაზე.მოვიკითხეთ ერთმანეთი.ჯიბეში ცოტა ფული მედო,ამ დროს კი მუდამ ვცდილობ ვინმეს პატივი ვცე,დავეხმარო.საუბარს რომ შევყევით გადავწყვიტეთ დაგველია,ახლოს მდებარე ბარში წავედით,არაყი დავლიეთ,ლუდიც მივაყოლეთ.ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ.გვიანი იყო.მე ხშირად ვკარგავ ნივთებს,გზაზე რომ მოვდიოდი შევნიშნე, რომ ჯიბეში ბინის გასაღები არ  მედო.სხვა რა გზა უნდა მქონოდა დაბრუნების გარდა.ვისაც დაულევია ოდესღაც,ის მიხვდება, თუ რა გრძნობაა,როცა მთვრალი ხარ,ფეხები გეკვეთება და მანძლი გაქვს გასავლელი.ძალ -ღნე მოვიკრიბე და მივბრუნდი,თავი ფილმში მეგონა,დროშა რომ მიაქვთ დანიშულების ადგილამდე.მივუახლოვდი თუ არა,შევნიშნე რომ შუქი არ ენთო.მაგრამ რადგან ორი ნაბიჯიღა მქონდა დარჩენილი გმირულად გადავდგი.თუმცა ამაოდ.მანძლი რომ მომემატა ამას კი ვფიქრობდი,მაგრამ მისვლისას რა უნდა მექნა ის არ ვიცოდი.უკნიდან შუქიც ციმციმი შევნიშნე,თვალები მოვჭუტე და ლურჯ-წითელმა ფერს მივაპყარი მზერა.არც მიფიქრია ბევრი და ხელი დავუქნიე,მათაც თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და იმ წუთასვე გაჩერდნენ.რაღაც მაინც გამიხარდა,ბოლო-ბოლო პატრული გავაჩერე.გადმოვიდა მაღალი,ბრგე კაცი.ფართო ნაბიჯებით მომიახლოვდა,როგორც ხდება ისე,"ჩესტი"ამიღო და მომესალმა:
- პატრულის თანამშრომელი ლევან გიორგაძე
- გასაღებდაკარგული მე
თანამშომელს გაეცინა,მიყურა მიყურა და ბოლოს მითხრა:
-რა მოწიე ბიჭო შენ?!
-ეჰ,ნეტავი.არაფერი მეგობარო,ახლავე აგიხსნით რაშიცაა საქმე.ამ ბარში მეგობართან ერთად ვსვამდი,გასაღები დამავიწყდა,როგორც ხედავთ დაკეტილია,მისამართი ვიცი,5 კმ-ს იქით ცხოვრობენ,იქნებ დამეხმაროთ რამეში.
-ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის,ასე რომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ ყურადღებისათვის,მოვბრუნდი და ბინისაკენ წამოვედი."კომპეტენცია,კომპეტენცია"ეს სიტყვა ჩამესმოდა ბინაში მისვლამდე.ნაბიჯებს მე ვდგამდი, თუ, ნაბიჯი დგამდა ჩემს სხეულს არ ვიცი.როცა მივედი კარგა ხანს ვიდექი,საათს რომ დავხედე ორი სრულდებოდა.მეზობელთან დავაკაკუნე,ოცი წამიც არ გასულა კარები გაიღო:
-რა ხდება,-იკითხა ქალმა.
-კი მერიდება ძალიან,თუმცა სხვა გზა არ მქონდა.ასეა,გასაღები დამეკარგა და რამენაირად ვერ გავაღებთ ამ კარს?ხელსაწყო თუ გაქვთ რამე?
-არა,მსგავსი არაფერი მაქვს,მაგრამ მანქანით წავიდეთ სადაც დაგრჩათ იქ და მოვიტანოთ,რაღა პრობლემა ეს არის?
როგორც ზემოთ ავღნიშნე,საკმაოდ კარგი ქალია ფიზიკურად,ალბათ არავინ იტყოდა ასეთ დახმარებაზე უარს,კარგ ქალთან ერთად ღამით მანქანით სეირნობა ხომ ცუდი ნამდვილად არ არის?
- არა,არა,როგორ შეგაწუხებთ.თან არ ვიცი სად ცხოვრობს ბარის მეპატრონე.-მოვიტყუე.
-ვაი მე,ამ საღამოს იმის შიშით არ დამეძინება,რამე რომ შეგემთხვეს.
-არაფერი არ შემემთხვევა.ქალაქსაც ვიცნობ,ხალხსაც და სუფთა ჰაერიც არის გარეთ.მადლობა ყურადრებისთვის.
ეს ამბავი მაშინ იყო,ახალი გადმოსული რომ ვიყავი.ადამიანი საქციელით იცნობაო და მეც ის დახამრება და სიტყვები მალამოდ მომედო იმ ღამით. ერთი საათი, ქუჩის მეორე მხარეს მდებარე ბაღში დავყავი.ძილი რომ მომეძალა,წამოვწექი სკამზე,მაგრამ მოსვენება არ მომეცა.იძლებული ვიყავი მეგობრის სახლამდე ფეხით მევლო.მივედი თუ არა თვალების დახუჭვა და და გათენება ერთი იყო.
        იმ დღეებში ღრმა უიმედობას მივეცი. არც კი გამხსენებია დედაჩემმა რაც დამაბარა,მომდევნო დღეებში,როცა მირეკავდა ვახერხებდი თავის დაძვრენას.ხან რას ვიმიზეზებდი,ხან რას.არ ვიცი როგორ გაიგებთ,მაგრამ რაღაც შიში მქონდა იქ მისვლის,მიჭირდა იმის თქმა რომ დევნილი ვარ და ბინის შესყიდვის თაობაზე გაწუხებთ მეთქი.შეიძლება ეს იმის გაცნობიერების შიში იყო,რომ დაცალკავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ,ან თუნდაც იმის რომ,ჩემს თხოვნას აინუნშიაც არ ჩააგდებდნენ.ზემოდან გადმომხედავდა რომელიღაც თეთრ პერანგებში გამოწყობილი მუტრუკი.აბა მეგობარო,თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ? ოცდახუთი წელი გავიდა და ღმერთმა უწყის რამდენი წლის გაძლება და გავლაა საჭირო,მოყენებული ჭრილობის შესაშუშებლად.თუმცა ამას ვერაფერი შეცვლის,გარდა იმ ერთისა,"დაფარვა რომ სჭირდება".ამაზე იმიტომ მიწევს საუბარი,რომ ის ბინა,სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ,ჯერაც არ არის დაკანონებული.დევნილობის შემდეგ ეს ერთგვარ თავშესაფრად ექცა ხალხს,ზოგი მარტივად შეეგუა და თავისი აფხაზეთი იქ მოიწყო,ზოგს იმაზე უკეთესად გაუამრთლა ვიდრე იქ,საკუთარ სახლში,მაგრამ არიან ისეთებიც,ამ ჭაობიდან ამოსვლას დღემდე რომ ვერ ახერხებენ.ჩვენი თაობის ბავშვები,რომლებიც ლამპის შუქზე ვსწავლობდით საგნებს,სხვაგვარ აზროვენაბში მოვექეცით.გვიჭირდა და გვძაბავდა იმის გაფიქრება რომ ჩარჩოებიდან გასვლა მოგვიწევდა,თუ არა და უთუოდ დავიღუპებოდით.მიჩვევა არ გაგვჭირვებია,რადგან პატარები ვიყავით,ეს ამბავი ჩვენს მამებსა და დედებს აწუხებდათ,რომლებიც იმ აზრით იყვნენ შვილებს რა ვაჭამოო.ზოგმა კარგად მიგვიღო,ზოგი კი ზედაც არ გვიყრუებდა.რთული იყო ჩემთვის ამ ყვეალფრის გაცნობიერება,ჩვენ,ბავშვებს მხოლოდ ლამაზი სათამაშოების აზრი გვქონდა.მხოლოდ ახლა შემიძლია იმის გაცნობიერება,თუ რა ტკივილი იმალება ამ ყველაფრის მიღმა.სწორედ ეს არის ის,რაც მაფიქრებინებს რომ ამაზე წერა შეიძლება.
ჩემი გარემოსთან შეგუების პერიოდი სტუდენტობის წლებში მოხდა,როცა დავტოვე ოჯახი და სხვა ქალაქში ავღმოჩნდი.შეგუების პერიოდი კი ადამიანს ყოველთვის აქვს,მთავარია მას კარგად მოერგო.ადამინი დაუშრეტელი წყაროა,არავინ იცის მასში ვულკანივით როდის რა ამოხეთქავს.განსაკუთრებული ცხოვრებით არ გამოვირჩევი,მაგრამ ვისაც ბევრი უამბნია,მას ბევრსაც მოუთხრობენ.ამ ქალაქშიც აფხაზეთიდან დევნილი ბევრი გავიცანი.როგორც უფროსი თაობა ამბობს,ენგურს აქით სხვა სამყაროა.ეს მაშინაც ასე იყო და ახლა მითუმეტეს.მეც როგორაც შემეძო ვცდილობდი ამ ადამიანებთათ ახლო კავშირი მქონოდა,ზოგი ჩემი ნათესავიც აღმოჩნდებოდა ხოლმე.
რამდენიმე დღე სახლიდან არ გავსულვარ.მოვიმარაგებდი იმას,რაც მჭირდებოდა,სასმელი იყო თუ საჭმელი.ვცდილობდი მეფიქრა ისეთ რამეზე,რაც მტანჯველიც კი იქნებოდა.ადამიანის სული მხოლოდ მარტოობაში იზრდებაო.დავამატებდი, რომ მარტო მარტოობაში იზრდება სული.ან აღმოაჩინოს რამე.ადამიანი ხომ შინაგანად ყოველთვის მარტოა.ამის მაგლითიც კი შემიძლია მოგიყვანოთ,მაგ. ნიუტონმა მარტო ყოფნისას აღმოაჩინა მიზიდულობის ძალა,მაგრამ ნიუტონი რომ არა მაგას ვინმე მაინც აღმოაჩენდა. დალევით ხშირად ვსვამ, ეს ისეთი სასიამოვნო პროცესია,რომ ამ პროცესის შესახებ ნაშრომის წერაც კი შეიძლება.მაგრამ ეს მხოლოდ "შესაძლოა",რეალურად ამას ვერავინ გაბედავს,ნახევარი საქართველო გალოთდება...მე კი მწამს რომ ლოთებსაც აქვთ მიზანი.ეს დღეები,როცა სიგარეტი გამომელეოდა,ახლოს მდებარე მაღაზიაში ჩავდიოდი,ზოგჯერ "ნისიაზეც" მაძლევდნენ. მის წინ კი დევნილების ბინაა.სწორედ იმ დღეს,როდესაც მაღაზიაში ჩავედი ხმაური შემომესმა.ვიღაც ჩემთვის უცხო ბიჭები კინკლაობდნენ ერთმანეთში,მეორე მხრიდან კი თეთრ კოსტუმში ჩაცმული მოხუცი კაცი შევნიშნე,ვიფიქრე ამათი მოერიდებათ და დაშოშმინდებიან მეთქი.ჩემი ვარაუდიც გამართლდა.მოხუცს მათთვის არც შეუხედავს,შევნიშნე რომ ჩემკენ მოდიოდა,მომიახლოვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები