ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2018


ჰ ა ი კ უ პრიმა

ერთგულს, უბადლოს,
ლოდინით დაიღალა.
ზეთივით  მიწას ...

ხედავს ძლივს ხედავს.
ხელი. ხელში  ჩაუდო.
გაიარა.

კვდებოდა მისთვის.
იშვიათად, მაშინაც..
სხვა სახეს ხედავს.

წაიქცა,  ეხოც.
ბევრი იყო ასეთი.
ტიროდა როგორც..

მისწერა კიდევ,
ეცადა, ვერ შეძლო ეს,
ცრემლიც არ  ჰქონდა.

სულ იღიმოდა.
თქვეს რომ სიბრძნე დატოვა.
ბალახი, ქვაც  ხეც....

თესავს და  თესავს.
ნატრობს  ნედლ ყლორტს  მიიხრწნა.
ნისლივით გაქრა.

ტვინი ჩადო შიგ,
სხეულებრივი  თითქმის..
დაახრჩო ვინც  ქმნა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები