ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2018


ბებოს

აკეცილი წინსაფრით,
დღემდე მახსოვს ბებო,
სისხამ აუყვებოდა,
ის სახლის წინ ბექობს.
სავსე კალთით მოსული,
პანტა მსხლით და ვაშლით,
ომის შემდეგ ის გახდა
ხუთი შვილის ვარჯი.
უკაცო კერიას არ
მოაკლო ღადარი
გულში არ გაუვლია,
მას ბაბუას ღალატი.
ყოველთვის ყუთს საფოსტოს,
ის პირველი გახსნიდა,
ხან სიზმარი არ ახდა,
ხან იმედი გაცივდა...
ქვრივის აღარ დაირქვა,
მან სახელი არაფრით,
და ლოდინი არჩია
იმ სამკუთხა ბარათის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები